იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებას ეხმაურება შავ ზღვაში თევზ ფუგუს ახლო ნათესავის – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) გავრცელების შესახებ. თევზი შხამიანია და საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ ფიქსირდება და გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების …
Tag Archives: ბიომრავალფეროვნება
მსოფლიოში მცენარეების 40% გადაშენების საფრთხის წინაშეა – კვლევა
საერთაშორისო ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ხუთიდან ორი მცენარე გაქრობის საფრთხის წინაშეა. კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის [დიდი ბრიტანეთი] მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელზეც 210 მეცნიერი მუშაობდა 42 ქვეყნიდან, წერია, რომ უკვე დაკარგული, უცნობი და რეგისტრირებული სახეობები საკვების, მედიკამენტებისა და ბიოსაწვავის აუთვისებელი “საგანძური” იყო, რასაც კაცობრიობის უდიდეს პრობლემებთან შერკინება შეეძლო, მათ შორის, კორონავირუსისა და სხვა პანდემიური მიკრობების პოტენციური მკურნალობა. …
Continue reading “მსოფლიოში მცენარეების 40% გადაშენების საფრთხის წინაშეა – კვლევა”
ჰაერი გაიწმინდა, ნარჩენები შემცირდა – იზოლაციისა და კარანტინის გავლენა კლიმატზე
კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანაა კარანტინსა და თვითიზოლაციაში. მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის პრობლემის პარალელურად ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ წერილში გარემოსდამცველები ცალკე თემად გამოყოფენ ეკოლოგიას, რაზეც მსოფლიო კარანტინს უკვე აქვს ზეგავლენა. ჰაერი და კლიმატი ავტომაგისტრალების დაცარიელების და ქარხნებში წარმოების შეჩერების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა გამონაბოლქვი მსოფლიო კარანტინის პირველსავე დღეებში. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ჩინეთის, იტალიის, …
Continue reading “ჰაერი გაიწმინდა, ნარჩენები შემცირდა – იზოლაციისა და კარანტინის გავლენა კლიმატზე”
„ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის” მონაწილეები ევრო-2000-ში
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის” ფარგლებში საერთაშორისო მონაწილეები სკოლა ევრო- 2000-სს ესტუმრნენ. შეხვედრის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, პრობლემებზე, პროექტის შუალედურ შედეგებზე, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობებზე. ბიომრავალფეროვნება, რომელიც ყველა ჩვენგანისათვის უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს ეკოსისტემური სერვისების (ეკონომიკური, კულტურული, ესთეტიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო) თვალსაზრისით, მძიმე ზემოქმედების …
კვლევა შავ ზღვაში თევზის რესურსის დასადგენად
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თევზის მარაგების შესწავლა იწყება. სამეცნიერო გემი, რომელმაც სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა უნდა ჩაატაროს, ბათუმის პორტში 18 დეკემბერს შემოვიდა. აკუსტიკურ კვლევასთან ერთად, სპეციალისტების თევზის რესურსსაც შეაფასებენ. თურქ მეცნიერებთან ერთად გემზე მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სამი ქართველი თანამშრომელიც იქნება. მეცნიერები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რვა დღის განმავლობაში ჩაატარებენ კვლევებს. “შავი ზღვის მონიტორინგის განხორციელება …
Continue reading “კვლევა შავ ზღვაში თევზის რესურსის დასადგენად”
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა
შავ ზღვაზე 2018 წლის დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა. ექსპედიცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე ჩატარდა. კვლევის მიზანია შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შეფასება და შესწავლა. ექსპედიცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა მოაწყო. სპეციალისტები, ასევე, დააკვირდნენ ზღვის ძუძუმწოვრებს. აიღეს სპეციალური სინჯები, რომელთა კვლევა …
Continue reading “საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა”
წითელ ნუსხაში შეტანილი მდინარის კალმახის დაჭერისთვის ერთი პირი დაჯარიმდება
ხელვაჩაურში, მდინარე ჭარნალზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი აღკვეთეს. სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გამოავლინეს. მეთევზე მდინარე ჭარნალის კალაპოტში თევზაობდა. მას მდინარის 18 კალმახი (salmo fario) ჰყავდა დაჭერილი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. კანონდამრღვევი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაჯარიმდება სამი ათასამდე ლარით. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს …
Continue reading “წითელ ნუსხაში შეტანილი მდინარის კალმახის დაჭერისთვის ერთი პირი დაჯარიმდება”