თელ-ავივიდან ბათუმსა და თბილისში ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები შესრულდება თელ-ავივიდან. ფრენებს ავიაკომპანია Oneclick Airways-ი შეასრულებს  Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით. „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, თელ-ავივივიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა უკვე განხორციელდა. ასევე, მომდევნო კვირიდან, Oneclick Airways-ი თელ-ავივის მიმართულებით იფრენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. რაც შეეხება ფასებს, ავიაკომპანიის ვებგვერდის თანახმად, თელ-ავივიდან ბათუმამდე ფრენის ფასი 260-300 აშს დოლარია, ხოლო თელ-ავივიდან თბილისამდე – …

ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ყველა ფრენა გაუქმებულია. მიზეზი უამინდობაა. სტამბოლის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან სამი ფრენა იყო დაგეგმილი: „თურქიშ ეარლაინის“ 2 რეისი და „პეგასუსის“ 1 რეისი. ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის უცნობია, როდის შესრულდება ფრენა სტამბოლისკენ. ბათუმის აეროპორტიდან დღეს კიდევ 5 ფრენაა დაგეგმილი მოსკოვის, თელავივის და სოჭის მიმართულებით. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, …

ბათუმისკენ ფრენები რუსეთის კიდევ სამი ქალაქიდან შესრულდება

22 ივნისიდან Red Wings Airlines-ი სოჭიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს – ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს სოჭის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით. ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და შაბათს. ამავე დროს, „ეხო კავკაზა“ წერს, რომ სოჭის გარდა ბათუმის მიმართულებით ავიარეისები ბათუმის მიმართულებით 7 ივლისიდან შესრულდება ყაზანიდან, კვირაში ერთჯერ, ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო ქალაქ უფადან – …

28 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისები შესრულდება

28 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 70 ადამიანზე გათვლილი სამგზავრო ხომალდი რეგულარულ ფრენას ყოველდღიურად შეასრულებს. აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდი ATR72 დღეს პირველად დაეშვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ავიარეისებს კომპანია „ჯეო სქაი“ შეასრულებს. განრიგი ასე გამოიყურება: ბილეთის ფასი აგვისტოში 155-დან 220 ლარამდე მერყეობს [ერთი გზა]. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ფრენის განრძლივობა 55 წუთი იქნება. შპს „ავიაკომპანია …

ასტანასა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები იწყება – სამინისტრო

ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT-ი შეასრულებს. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი ბიბერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდა, რომელმაც SCAT-ის წარმომადგენელს აჭარაში „ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და …

რიგა-ბათუმს შორის ფრენა განახლდა – ავიარეისი კვირაში ორჯერ შესრულდება

ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენა განაახლა. TAV-ის ცნობით, 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირველი რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა. Air Baltic-ი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ იფრენს. რაც შეეხება ფასებს, ბათუმიდან რიგაში ფრენის ფასი 150-მდე ევროა, პირიქით კი – დაახლოებით 140 ევრო. ავიაბილეთების ღირებულება გაიზრდება ივლისსა და …

ბაქო-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები განახლდა

ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავიარესიები განახლდა. დღეს, 3 ივნისს, „აზერბაიჯან ეარლაინსმა“ პირველი რეისი შეასრულა პანდემიის შემდეგ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბაქოდან 100-მდე მგზავრი ჩამოფრინდა. ავიარეისები ბაქოდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი კვირაში სამჯერ შესრულდება. ივნისში ბათუმი-ბაქოს მიმართულებით ბილეთის ფასი 115-135 ევროა [ეკონომკლასი]. ტურიზმის დეტარტამენტის ცნობით, წელს ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო ხუთმა …

ბიშკეკი – ბათუმი – ბიშკეკი – ჩარტერული რეისები ნოემბრამდე შესრულდება

ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია ბიშკეკი – ბათუმი – ბიშკეკის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს 18 ივლისიდან იწყებს. ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა) გეგმავს.

ერევანი-ბათუმი-ერევანი – ჩარტერული რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება

ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. პირველი რეისი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე 15 ივნისს განხორციელდა. რეისები ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით 22 ივნისამდე კვირაში ერთხელ შესრულდება, ხოლო 22 ივნისიდან 15 სექტემბრამდე – კვირაში 2-ჯერ, ორივე რეისი სამშაბათს განხორციელდება.  

კიშინიოვი – ბათუმი – ჩარტერული რეისები მოლდოვადან კვირაში ორჯერ შესრულდება

25 ივნისიდან მოლდოვური ავიაკომპანია FLYONE ჩარტერულ რეისებს კიშინიოვსა და ბათუმს შორის კვირაში ორჯერ შეასრულებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ჩარტერული რეისები 1-ელ ოქტომბრამდე, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება. 7 ივნისიდან დაიწყება პირდაპირი, რეგულარული რეისები ბათუმიდან ვარშავის მიმართულებით და პირიქით, ხოლო 10 ივნისიდან უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International …

ვარშავა-ბათუმი-ვარშავა – 7 ივნისიდან პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 7 ივნისიდან შესრულდება პირდაპირი, რეგულარული რეისები ბათუმიდან ვარშავის მიმართულებით და პირიქით. პირდაპირ ფრენებს – ვარშავა – ბათუმი – ვარშავა პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ზაფხულის სეზონზე შეასრულებს. ავიარეისები 7 ივნისიდან 27 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს შესრულდება. ამავე თემაზე:  ყაზახეთი, საუდის არაბეთი, პოლონეთი და უკრაინა – ბათუმიდან რეგულარული ფრენები შესრულდება  

კიევი – ბათუმი – კიევი – პირდაპირი ავიარეისები 10 ივნისიდან შესრულდება

უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ი კიევსა და ბათუმს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს 10 ივნისიდან. კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით: ▪ 10 ივნისიდან 12 სექტემბრამდე – ყოველ ხუთშაბათს და კვირას ▪ 18 ივნისიდან 10 სექტემბრამდე – ყოველ ორშაბათს და პარასკევს ასევე, ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებს ავიაკომპანია LOT Polish …

ბათუმის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 41 პროცენტით, ქუთაისში კი 101 პროცენტით გაიზარდა

იანვრიდან მარტის ჩათვლით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 51 900-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 41.19 პროცენტით [15 140 მგზავრი] მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებულ მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 016 098 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93 პროცენტით …

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავს დაფრენისას ბორბალი დაეშვა

2 დეკემბერს  ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანია TURKISH AIRLINES-ის თვითმფრინავს ერთი ბორბალი დაეშვა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მგზავრმა უთხრა, რომელიც თავად იმყოფებოდა თვითმფრინავში. მისი თქმით, დასაფრენ ზოლზე დაშვება ავარიული არ ყოფილა. აეროპორტში იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურიც, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აეროპორტში უსაფრთხოების გამო იმყოფებოდნენ და ეს არ ყოფილა განსაკუთრებული ინციდენტი. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში  „ბათუმელებს“ ინფორმაცია დაუდასტურეს. ფოტოზე, რომელიც აღნიშნული …

მეზღვაური: ბათუმის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურმა 6200 დოლარი მომპარა

მეზღვაური აბდულ მომენ იქბალ აჰსანი ირწმუნება, რომ ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების თანამშრომლებმა გაქურდეს და მისი კუთვნილი 6 200 ამერიკული დოლარი მიითვისეს. აბდულ მომენ იქბალ აჰსანი სინგაპურულ კომპანია MTM Ship Management Pte-ს კუთვნილ სატვირთო გემ STRATEGIC VISION-ზე, უფროს მექანიკოსად მუშაობდა. აჰსანს კომპანიასთან კონტრაქტი დაუმთავრდა. მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს, STRATEGIC VISION ბათუმის პორტში შემოვიდა, მან გემი …

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ბავშვი დაიბადა. ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაციას ფეისბუკზე კომპანია TAV georgia ავრცელებს. „ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო. მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს თავისი პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ“. შემთხვევა 15 ივლისს მოხდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი კომპანია იფრენს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს ორი ახალი ავიაკომპანია შეასრულებს. პოლონური Small Planet Airlains-ი ვარშავის მიმართულებით, რუსული UTV Aereo კი ყაზანის მიმართულებით იფრენს. Small Planet Airlains-ი გასულ წელს ბათუმის აეროპორტში ჩარტერულ რეისებს ასრულებდა, 2018 წლიდან კი რეგულარულ ფრენებს განახორციელებს. ჯამში ბათუმიდან მსოფლიოს 19 ქალაქში 19 ავიაკომპანია იფრენს. გეგმის მიხედვით, Fly Dubai აპირებს ავიარეისების სიხშირე გაზარდოს და ყოველდღიური …

6 ახალი ავიარეისი ბათუმის მიმართულებით

ივნისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია იწყებს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ფრენები დუბაიდან, ბეირუთიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანკტ პეტერბურგიდან შესრულდება. პირველ რეისს 2 ივნისს Nordstar Airlines-ი შეასრულებს მოსკოვი – ბათუმი – მოსკოვის მიმართულებით. როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, Nordstar Airlines-ი რეისებს ოქტომბრამდე რეგულარულად შეასრულებს კვირაში სამ დღეს – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს. კვირაში სამი …

Exit mobile version