ხელვაჩაურში 2 მლნ ლარად აშენებულ საბავშვო ბაღში წყალი ჩამოდის – ენმ-ის განცხადება

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 2 მლნ 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. საბავშვო ბაღი დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა, თუმცა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, ახალგახსნილ შენობაში უკვე წყალი ჩამოდის, დაზიანებულია კედლები, ინვენტარი და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესიც არაერთხელ შეწყდა. მიშა ბოლქვაძის თქმით, დაზიანებულია საბავშვო ბაღის გვერდით მდებარე მინი სტადიონიც, რომლის მშენებლობაზეც ბიუჯეტიდან 85 ათას …

2,3 მილიონი ლარი აქვთ, მაგრამ ახალშენში საბავშვო ბაღს მაინც ვერ აშენებენ

ხელვაჩაურის მერია მესამე წელია, რაც სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობას ვერ იწყებს. ბაღის მშენებლობაზე ტენდერი მერიამ ხელახლა გამოაცხადა – შეცვლილი პირობით და ნაკლებ ფასად. წინა ტენდერის შეწყვეტის მიზეზი კერძო კომპანიის საჩივარი გახდა, რომელიც დავების საბჭომ დააკმაყოფილა. შეწყვეტილ ტენდერში საწყისი ფასი 2 474 610 ლარი იყო, ერთ-ერთი პრეტენდენტი კი მერიას მშენებლობას 2 111 999 ლარად სთავაზობდა. …

ხელვაჩაურის მერიას 2,4-მილიონიანი ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის გამო კომპანია „არგუსი“ დავების საბჭოში უჩივის. კომპანია მიიჩნევს, რომ კონკრეტული ტიპის მშენებლობის გამოცდილების მითითება, რაც ტენდერის პირობაშია ასახული, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და ახდენს პრეტენდენტთა დისკრიმინაციას. კომპანიას არ ეთანხმება ხელვაჩაურის მერია, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება კი ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი …

ახალშენში საბავშვო ბაღი ახალ ადგილზე აშენდება – ადრე ბაღი მეწყერსაშიშ ზონაში შენდებოდა

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 474 610 ლარია. ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო, რის გამოც პროექტი ვერ განხორციელდა. ახალი ნაკვეთი იმ ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს, რომელიც მეწყერსაშიშია და სადაც ბაღი უნდა აშენებულიყო. ბაღის მშენებლობისთვის ახალშენში ამჯერად 8 …

ახალშენში საბავშვო ბაღი მეწყერსაშიშ მიწაზე შენდებოდა – ტენდერი და დავა გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო. პროექტი ამის გამო ვერ განხორციელდა. მშენებელ კომპანია „ლადასთან“ ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა და პროექტის ხელახლა შესაძენად ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. მერიას მშენებელი კომპანია სასამართლოში 151 842 ლარის ანაზღაურებას სთხოვს, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანია „ვეგა+“ კი დავების საბჭოში უჩივის. მუნიციპალიტეტის საქმიანობით სუსი და …

Exit mobile version