სულიკო თებიძე აჭარის განათლების ფონდის დირექტორად დანიშნეს

ბათუმის ბოლო მოწვევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სულიკო თებიძე, აჭარის განათლების ფონდის და ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორად დანიშნეს. ის ახალ თანამდებობაზე დღეს, 14 დეკემბერს, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა წარადგინა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდა, სულიკო თებიძე განათლების მინისტრის ერთი-ერთი მოადგილე იყო. სამინისტროს ინფორმაციით, სულიკო თებიძე დღეს ფონდში დასაქმებულ პირებს შეხვდა და „მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები …

როდის განახლდება უცხო ენებისა და TOEFL სწავლების უფასო პროგრამა ბათუმში

ბათუმში განათლების ფონდის პროგრამა – უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, რომელიც მსმენელებისთვის უფასოა, კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობს გამოცხადების შემდეგ  გაჩერებულია. პროგრამის ფარგლებში უცხო ენებს 600-მდე მოქალაქე სწავლობს. „ბათუმელების“ კითხვაზე, როდის განახლდება პროგრამა და ხომ არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი ონლაინ, „აჭარის განათლების ფონდის“ ხელმძღვანელი რუსუდან ქავთარაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სასწავლო პროცესი შეჩერებული …

გამარჯვებული კონკურსანტები აჭარიდან – 12 პედაგოგი სტაჟირებას პოლონეთში გაივლის

ვარშავაში საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა სტაჟირების კონკურსის 12 გამარჯვებული მასწავლებელი გამოვლინდა. ბიოლოგია: ნინო ქათამაძე (ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა) ნონა ქორიძე  (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა) მაგდანა ხაბაძე (ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა) ბუნებისმეტყველება: დალი თებიძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა); ნინო მალაზონია (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა); თამარ კონცელიძე (ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა); ფიზიკა:  მერაბ დიასამიძე  (ქედა, მახუნცეთის საჯარო სკოლა); …

კონკურსში გამარჯვებული ცხრა პედაგოგი სტაჟირებაზე პოლონეთში გაემგზავრება

აჭარის განათლების ფონდმა კონკურსის წესით შეარჩია სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ისტორიის ცხრა მასწავლებელი, რომლებიც პოლონეთში საგნობრივ ტრენინგებზე გაემგზავრებიან.  კონკურსში 41 მასწავლებელი მონაწილეობდა, მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე კი – 33 მასწავლებელი. გასაუბრების შედეგად შეირჩნენ შემდეგი მასწავლებლები: სამოქალაქო განათლება: ინგა მოსიძე (ხელვაჩაურის სალიბაურის №1 საჯარო სკოლა) ნაზი კოჩალიძე (ქობულეთის ციხისძირის საჯარო სკოლა) გიორგი უღრელიძე (ქობულეთის N5 საჯარო სკოლა) …

9 მასწავლებელი აჭარიდან პოლონეთში, ვროცლავში გაივლის ერთკვირიან სტაჟირებას – კონკურსი

აჭარის განათლების ფონდი აცხადებს საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს. კონკურსში გამარჯვებულები პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, მასწავლებელთა მომზადების ცენტრში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან. კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ვიზიტის პერიოდში დაათვალიერონ ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრი, შეხვდნენ ადმინისტრაციას; მოისმინონ ტრენინგი საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ზოგად მეთოდიკაში; ტრენინგები ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ …

მასწავლებელთა მეხუთე კონფერენცია ბათუმში

აჭარის განათლების ფონდი აცხადებს აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონული კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას. კონფერენციიის სახელწოდებაა „სწავლა/სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“, რომელიც გაიმართება 2018 წლის 21-23 დეკემბერს. კონფერენციის მიზანია, მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება; სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება; სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სწავლების გამოცდილების გაზიარება; განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, …

შუახევის ყოფილი გამგებელი აჭარის განათლების ფონდის დირექტორად

აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელად შუახევის ყოფილი გამგებელი, ტარიელ ებრალიძე დაინიშნა. განათლების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი თავბერიძე კი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ახალი დირექტორი ფონდის თანამშრომლებს აჭარის განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა, 22 თებერვალს წარუდგინა. ტარიელ ებრალიძე 2013-2017 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მოსახლეობის 72.9-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. იგი პროფესიით …

აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ირაკლი თავბერიძეს ნიშნავენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელს, ირაკლი თავბერიძეს, აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ნიშნავენ. მის შემცვლელად კი შუახევის ყოფილ გამგებელს, ტარიელ ებრალიძეს განიხილავენ. ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნას არ ადასტურებს, თუმცა არ უარყოფს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. „ამ თემაზე იყო საუბარი, თუმცა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ანუ ბრძანება ჩემი დანიშვნის შესახებ, …

სამეცნიერო კონფერენცია მასწავლებლებისთვის

ხვალ, 22 დეკემბერს, აჭარის განათლების ფონდი მასწავლებლებს რეგიონულ კონფერენციაზე იწვევს. კონფერენციის თემაა   „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.  კონფერენცია ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ საღამოს 5 საათზე დაიწყება და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. განათლების ფონდის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების ექსპერტები, პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები. „კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებს პლენარულ და სექციურ მოხსნებებს შემდეგი მიმართულებებით: …

სტაჟირება ფიზიკის მასწავლებლებისთვის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში

აჭარის განათლების ფონდმა საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისთვის  კონკურსი გამოაცხადა. კონკურსზე შერჩეული პედაგოგები ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში [CERN – Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire] . კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიაT აჭარის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს მასწავლებელს ან პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ფიზიკის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. ისინი სტაჟირების პროგრამის …

ხელვაჩაურში ინგლისური ენის პედაგოგებს გადაამზადებენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომუშავე ინგლისური ენის პედაგოგების პროფესიული განვითარების მიზნით, აჭარის განათლების  ფონდი, ბრიტანეთის საბჭოს თანადაფინანსებით სპეციალური პროგრამის განხორციელებას გეგმავს. განათლების ფონდის ინფორმაციით, „პროგრამა მიზნად ისახავს უცხო ენების პედაგოგების ენის კომპეტენციისა და სწავლების მეთოდოლოგიის გამჯობესებას, უზრუნველყოფს ინგლისური ენის ცოდნის ხარისხობრივ და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას ჯერ ამ კონკრეტული მუნიციპალიტეტების სოფლებში, ხოლო შემდგომში, აქ მიღებული გამოცდილების …

Exit mobile version