ქალის სილისგან ახალგაზრდა კაცი არც დავარდნილა, თავდასხმა კი უნდა იყოს სახიფათო – ინტერვიუ იურისტთან

„მზია ამაღლობელის საქმეზე“  კვალიფიკაცია არ არის დამაჯერებელი, მით უმეტეს, პატიმრობის გამოყენება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ევროსასამართლო დიდი ალბათობით ამ საქმეზე დაადგენს ევროკონვენციის მე-5 მუხლის [თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება] დარღვევას,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. მას „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ვკითხეთ: არის ჟურნალისტი უკანონო პატიმარი? იურისტი ყურადღებას ამახვილებს ამ საქმის კვალიფიკაციაზე და განმარტავს, რომ თავდასხმა „ხიფათის …

მუხთარლი დღეს პროკურორებს მოუყვება, როგორ გაიტაცეს ის თბილისის ცენტრიდან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანულ ციხეში აღმოჩნდა, დღეს, 8 აპრილს, პროკურატურას  ჩვენებას მისცემს იმ საქმეზე, რომელიც მისი გატაცების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ის 1 წლის წინ გაათავისუფლეს და დარჩენილი …

კაცს, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა, 10 ათას ევროს გადაუხდის საქართველო

„უჩა ილაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება და მას მატერიალური, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 10 ათას ევროს გადაუხდიან,“ – ამბობს ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ [ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“] იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. იგი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უჩა ილაშვილის ინტერესებს იცავდა. საქმე 2019 წლის 23 მარტს გურჯაანში მომხდარ შემთხვევას ეხება – მეთევზეებმა და, მათ შორის, უჩა ილაშვილმა …

რა ხდება, როცა პოლიციას ვეღარ ენდობი – მკვლელობა, გაუპატიურება, ძალადობა

„მახრჩობდნენ, ასფალტზე მათრიეს, გამაშიშვლეს – 26 წლის კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს“, – ამ ამბის შესახებ ნეტგაზეთმა დღეს დაწერა. ჩვენ დღეს შს სამინისტროს ვკითხეთ, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდათ თუ არა უფლებამოსილება პოლიციელებს, ვის შესახებაც 26 წლის კაცმა ისაუბრა. უწყებაში გვითხრეს, რომ თუ გვინდა ამის შესახებ ინფორმაცია გავიგოთ, ოფიციალური წერილი უნდა მივწეროთ. “მახრჩობდნენ, ასფალტზე მათრიეს, გამაშიშვლეს” — 26 …

როგორ ჩატარდება ჩხრეკა ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ

რა პრაქტიკა არსებობს ამ დრომდე, როცა ადამიანს პოლიციელები ჩხრეკენ და რა შეიცვლება ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ – „ბათუმელები“ ამ თემაზე რამდენიმე დამოუკიდებელ იურისტს ესაუბრა. სტრასბურგის სასამართლომ 14 მარტს არჩილ ლობჟანიძის საქმეზე ევროკონვენციით გათვალისწინებული – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. ამ შემთხვევაში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარდა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩხრეკის კანონიერება ვერ დადასტურდა. …

იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს მის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული მოსამართლე განიხილავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის – გიორგი მიქაუტაძეს საქმის განხილვას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი რამდენიმე დღეში დაიწყებს. ორი დღის წინ ხვიჩა კიკილაშვილი მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობდა. მას უვადოდ დანიშვნა სურს. ხვიჩა კიკილაშვილის გამწესებაზე გადაწყვეტილება გიორგი მიქაუტაძემაც უნდა მიიღოს. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწოვნის მშობლების …

„ლაშა დეკანაძის საქმეზე განაჩენი დაუსაბუთებელია“

ლაშა დეკანაძე ერთადერთი მსჯავრდებულია „ბათუმის აქციის საქმეზე“, რომელმაც დანაშაული არ აღიარა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა 2 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით, სასამართლოს ეს განაჩენი დაუსაბუთებელია. ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს და ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს წვრილმანი ხულიგნობისთვის. მას მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 დღით მიუსაჯა პატიმრობა. პატიმრობიდან გამოსულ დეკანაძეს პროკურატურამ …

„ადამიანის უფლებების დაცვა თვითდინებაზეა მიშვებული“

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ხელისუფლება ამბობს, რომ უფლებების დაცვა მისთვის პრიორიტეტია. რა ჩანს საქმით – დარღვეულ უფლებებზე რეაგირებით ან კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით? რამდენად იქმნება ადამიანის უფლების დაცვის მექანიზმები ქვეყანაში – „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტს, არჩილ ჩოფიკაშვილს ესაუბრა. – ბატონო არჩილ, თქვენი შეფასებით, რა იყო ყველაზე პრობლემური საკითხი მიმდინარე წელს …

რას შეცვლის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

პირველი მოსამართლე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, გოჩა ფუტკარაძეა. 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება 2013 წლიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით – სამი წლით ინიშნებიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს, მოსამართლე უვადოდ [საპენსიო ასაკამდე] გამწესდება თუ არა. „არის თუ არა უვადოდ მოსამართლის დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის გარანტი? მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება …

Exit mobile version