კინოფილმი  „აღმოსავლეთი“ და ტყიბულის შახტაში დაღუპული ექვსი კაცი

ავტორი: ესმა გუმბერიძე რამდენიმე კვირის წინ ჭიათურაში დაიღუპა მაღაროელი, დღეების წინ კი უკვე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ტყიბულშიც. ეს მხოლოდ იმ დროიდან ერთი თვის ვადაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის ცენტრის პროექტით ვიყავი ჭიათურაში, რის შესახებაც დეტალური სტატია „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამდენი მცდელობის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამდენი მუშაობის მიუხედავად, ყველაფერი ძველებურად …

საქალაქო სასამართლოს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საქმის გაჭიანურებაზე მიუთითეს

 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაში  ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის დროული განხილვისკენ და სამართლიანი სასამართლოს ბაზისური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაციების შეფასებით, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე უარის თქმა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციაა.  „სარჩელი სასამართლოში 2017 წლის …

რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და საზმაუს სამეურვეო საბჭოს

საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას. იაკობაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მის წევრებს და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ ქარტიის დამფუძნებელთა უმრავლესობა რეგიონებიდან არის. იგი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დისკრედიტაციას, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. გიორგი იაკობაშვილი …

2013 წლიდან გაჩერებული კანონი მომხმარებელთა უფლებებზე – მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიღებას სთხოვს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტსა და მთავრობას, კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მიღებას. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო მზად, თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მისი ინიცირება 2015 წელს შეძლო. „2016 წლის მარტში კანონპროექტის პირველი მოსმენით …

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ბათუმის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ბათუმის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საკრებულოს წევრებს კოლეგის ქცევისა და პოზიციისადმი გამიჯვნისკენ მოუწოდებს „ჩემს ნებაზე რომ იყოს, ამ წუთიდან აჭარიდან კი არა, ქვეყნიდან გაგაგდებდი“, – ასე მიმართა ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა (დიმიტრი დარჩია) „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს საკრებულოში გამართულ კომისიის სხდომაზე (23 თებერვალი, 2017 წელი). საჯარო მოხელის გაღიზიანება 1400 ბათუმელის მიერ წარდგენილ პეტიციას მოჰყვა. მოქალაქეები …

რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან კამპანიას ,,ეს შენ გეხება”

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალურ გაერთიანებას წარმოადგენს, უერთდება არასამთავრობო სექტორის მიერ ინიცირებულ კამპანიას „ეს შენ გეხება.“ “ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა სამოქალაქო ორგანიზაციას და მოქალაქეს, შემოუერთდეს კამპანიას „ეს შენ გეხება“, რითიც არა მხოლოდ არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებას და დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას მოვითხოვთ, …

საკითხი, რომელზეც მოზარდები დუმილს არჩევენ

მოამზადა: სალომე გურგენიძე „ძალადობა მოზარდებში, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ბულინგს“ – ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში გაიმართა. კახა გურგენიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მომხსენებელი: დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზედაც ზოგიერთი მოზარდი დუმილს ამჯობინებს. ეს არის ბულინგი. გსმენიათ ბულინგის შესახებ?! ბულინგი  გულისხმობს …

მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ „განიარაღდა“

მოძრაობამ „ნათელი მომავლისათვის“ ამ დღეებში ბათუმში ორიგინალური აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა სათამაშო იარაღები სიმბოლურად გაანადგურეს. მათ ამით ერთგვარი განაცხადი გააკეთეს, რომ ისინი უიარაღონი არიან და მშვიდობიანი გზებით შეეცდებიან იმ მიზნების მიღწევას, რაც მოძრაობას აქვს დასახული. მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ რამდენიმე NGO-სა და ფიზიკურ პირს აერთიანებს. როგორც ცნობილია, მათი ინიციატივით აჭარაში დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე მოთხოვნით: …

ადამიანებით ვაჭრობის გამო აშშ დახმარებას შეგვიწყვეტს

ტრეფიკინგი – ადამიანით ვაჭრობა, თანამედროვე მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით ნარკობიზნესსა და იარაღით ვაჭრობასთან ერთად პირველ სამეულშია. საქართველო, როგორც წესი, იმ ქვეყნების ჯგუფშია  მოხვედრილი, როცა სახელმწიფო არ ღებულობს რაიმე კონკრეტულ ზომებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ანუ მესამე ჯგუფში (პირველში ის ქვეყნებია, სადაც მუშაობენ და ტრეფიკინგის კუთხით კარგი შედეგები აქვთ, მეორეში – მუშაობენ, მაგრამ ჯერ კიდევ ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ). …

ხელმოწერები აჭარაში დემოკრატიული ცვლილებების დასაჩქარებლად

აჭარაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალი მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ წამოიწყეს. მოძრაობაში ათ NGO-სთან ერთად, ფიზიკური პირებიც არიან გაერთიანებული. ისინი, როგორც თავად აცხადებენ, იბრძვიან იმისათვის, რომ აჭარაში განხორციელდეს დემოკრატიული ცვლილებები. მათი ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხელმოწერების შეგროვება – სხვადასხვა მოთხოვნებით მინიმუმ 50 ათასი ხელმოწერა სჭირდებათ. „გაზეთი ბათუმელები“ ერთ-ერთი ინიციატორი ორგანიზაციის, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტი“ თავმჯდომარეს ლევან გობაძეს ესაუბრა: …

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“

ამ ეტაპზე აჭარა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია, შესაბამისად, იქმნება ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კურსის გამტარებლები არიან. სულ ახლახანს ბათუმში შეიქმნა ორგანიზაცია „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“, რომელსაც ორი დევიზი აქვს: „მტერს მტრულად დავხვდებით, მოყვარეს მოყვრულად შევეგებებით“ და „მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს“. ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მათ არანაირი კავშირი პოლიტიკურ ძალებთან არ გააჩნიათ: „ჩვენ არავისგან …

ბათუმში კიდევ ერთი ახალგაზრდული NGO დაფუძნდა

ბათუმში კიდევ ერთი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა აჭარისათვის და ამით მთელი საქართველოსათვის“ შეიქმნა. ამ ორგანიზაციის წევრები აჭარაში ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგი არიან. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თენგიზ კახიძე წლების განმავლობაში „აღორძინების კავშირის“ აქტიური წევრი იყო. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებისთანავე მან პარტიის რიგები დატოვა. ორგანიზაციის შექმნის მიზეზი „ჩვენი აჭარას“ გააქტიურება და „კმარას“ გამოჩენა ყოფილა. თენგიზ კახიძე ორგანიზაციის მიზნებზე საუბრობს: …

Exit mobile version