სპორტი

”აჭარა 2014” – ბათუმში საპლაჟო ფეხბურთში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

20.11.2014
”აჭარა 2014” – ბათუმში საპლაჟო ფეხბურთში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

 

საერთაშორისო კონფერენცია საპლაჟო ფეხბურთში ”აჭარა 2014”

 

მწვრთნელებისთვის სემინარებს ჩაატარებს იტალიიდან მოწვეული სპეციალისტი, ფიფას მწვრთნელ-ინსტრუქტორი მასიმილიანო დე ცელისი. ხოლო მსაჯების გადამზადებისთვის სემინარებს წარუძღვება ფიფას მსაჯი, ინსტრუქტორი აზერბაიჯანიდან  აფგან ჰამზაევი.

 

კონფერენციის ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცემათ გადამზადებულ მსაჯებსა და მწვრთნელებს. დაგეგმილია  სახელმწიფო დაწესებულებების, კომპანიებისა და იმ ადამიანების დაჯილდოვება, ვინც წვლილი შეიტანა საპლაჟო ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზებაში.

 

კონფერენცია იმართება აჭარის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით.

 

აჭარის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯაბა ჭანტურიას თქმით, კონფერენცია საპლაჟო ფეხბურთში პირველად ტარდება საქართველოში, რომლისთვისაც აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა 8800 ლარი გამოყო.

 

„კონფერენციის მიზანია საპლაჟო ფეხბურთის პოპულარიზება, რომლის ფარგლებში შევაჯამებთ გავლილ წლებში ჩატარებულ ღონისძიებებს. წარმოვადგენთ ახალ კალენდარულ ღონისძიებებს. ყველა წელს რაღაც წესი იცვლება, იცვლება საპლაჟო ფეხბურთში მომზადების სპეციფიკა, ჩვენ ამ დინებას უნდა ავყვეთ. ამიტომ, განვითარებისთვის აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“- ამბობს ჯაბა ჭანტურია.

 

სემინარებში 15 მწვრთნელი და 5 მსაჯი მიიღებს მონაწილეობას. აქედან ხუთივე მსაჯი და 10 მწვრთნელი აჭარიდან, სამი მწვრთნელი თბილისიდან, თითო მწვრთნელი კი ქუთაისიდან და ფოთიდან იქნებიან.

 

კონფერენცია 23 ნოემბერს დამთავრდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.