კალათბურთში აჭარის ღია პირველობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. ტურნირი 2002 და 2003 წელს დაბადებულებს შორის სამი დღის განმავლობაში, ბათუმის სასპორტო სკოლაში მიმდინარეობდა. 11 წლამდელებს შორის პირველ ადგილზე ბათუმის „ბათუმი“ გავიდა, ხოლო 12 წლამდელებში – ერევანის გუნდი.
12 წლამდელთა შეხვედრა / ბათუმის ”ბათუმი” და თბილისის ”დინამო იბერი”
ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოს ქალაქებიდან.
აჭარის ღია პირველობა აჭარის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელმაც საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს სამახსოვრო თასები და სიგელები გადასცა.
გამოვლენილი გამარჯვებულები
11 წლამდელთა შორის
I ბათუმის „ბათუმი“
II ოზურგეთის გუნდი
III ერევანის გუნდი
12 წლამდელთა შორის
I ერევანის გუნდი
II ბათუმის „ბათუმი“
III თბილისის „დინამო იბერი“