სპორტი

ძალოსნების შეჯიბრი

30.05.2012
ძალოსნების შეჯიბრი

[slideshow]ავტორი: მირანდა მიქაძე

24-25 ივლისს, ჩაქვის სასულიერო გიმნაზიაში საქართველოს ლიგის მე-3 ტური გაიმართა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების 100 მეტი ძალოსანი მონაწილეობდა. შეჯიბრება სინკლერის ტაბულის(აწეული შტანგა მრავლდება ძალოსანის წონის კოეფიციენტზე, 16 წლამდე სპორტსმენს დამატებით 50 ქულა ემატება, 18 წლამდე – 30, 20წლამდე კი 30) მიხედვით ჩატარდა.

პირველი ადგილი ჩაქველმა ძალოსანმა, ევროპის-ვიცე ჩემპიონმა გია მაჭავარიანმა დაიკავა. მეორე ადგილზე ასევე ჩაქველი ირაკლი თურმანიძე გავიდა, რომელიც წელს ევროპის ჩემპიონატზე მცირე ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

რამაზ გურგენიძე, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი:- საქართველოს ლიგის ტურებს მე-8 წელია ვატარებთ, ამით მწვრთნელების მუშაობის ხარისხიც მოწმდება. ნაკრების წევრებმა გაუმჯობესებული შედეგები გვაჩვენა, რაც იმედს გვაძლევს რომ ლონდონის ოლიმპიადაზე მედლებისთვის ვიბრძოლებთ. ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი გუნდიც დაკომპლექტდება. სპორტსმენები გიმნაზიის შენობაში ცხოვრობენ და აქვე იკვებებიან, ასეთი პირობები საქართველოში არსად არ არის. ამიტომ საქართველოს ნაკრებიც თვეობით ჩაქვშია შეკრებაზე.

შედეგები:

1. გია მაჭავარიანი 406კგ. 431,4 ქულა (ჩაქვი)
2. ირაკლი თურმანიძე 405 კგ. 413,4 ქულა (ჩაქვი)
3. დავით გოგია 377კგ. 404.1 ქულა (ზუგდიდი)
4. ალუდა მანაგაძე 373კგ. 397,5 ქულა (ქუთაისი)
5. ლაშა ტალახაძე 395კგ. 427 ქულა (საჩხერე)
6. გიორგი ლომთაძე 302კგ. 391.6 ქულა (ქუთაისი)
7. ნიკა ნანაძე 338კგ. 373,2 ქულა (თბილისი)
8. ვაჟა ღონღაძე 345კგ. 372,2 ქულა (ქუთაისი)
9. ზაურ დევაძე 317კგ. 370 ქულა (თბილისი)
10. ზურაბ თავაძე 298კგ. 368,9 ქულა (ქუთაისი)
11. ჯაბა ჩიბურდანიძე 277კგ. 358,2 ქულა (ბათუმი)
12. ბაჩანა ქუხილავა 261კგ. 345,6 ქულა (ზუგდიდი)

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.