ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები შესრულდება თელ-ავივიდან.

ფრენებს ავიაკომპანია Oneclick Airways-ი შეასრულებს  Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით.

„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, თელ-ავივივიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა უკვე განხორციელდა. ასევე, მომდევნო კვირიდან, Oneclick Airways-ი თელ-ავივის მიმართულებით იფრენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

რაც შეეხება ფასებს, ავიაკომპანიის ვებგვერდის თანახმად, თელ-ავივიდან ბათუმამდე ფრენის ფასი 260-300 აშს დოლარია, ხოლო თელ-ავივიდან თბილისამდე – 150-240 აშშ დოლარი. 

ავიაკომპანია ბათუმში კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს ავიარეისებს, ხოლო თბილისიდან – ორშაბათს და პარასკევს.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version