დღეს, 2 სექტემბერს, შსს-ს ცნობით რუსთაველის გამზირზე 16 პირი დააკავეს, თუმცა ,,ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დაკავებულია არა 16, არამედ მინიმუმ 20 ადამიანი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ადგილზე პოლიციელები განსხვავებულ ინფორმაციასაც ავრცელებენ. ამბობენ, რომ ზოგიერთი აქტივისტი პირადი შეურაცხყოფის გამო დააკავეს და ა.შ.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან:
- ლაშა დგებუაძე
- თათია აფრიამაშვილი
- ნენე გაბელაია
- დათა ქაშიაშვილი
- ბექა პაპაშვილი
- შუშანა მაცაბერიძე
- ალბი კორძაია
- თიკა პატარაია
- ნიკა კორძაძე
- ანუკი ჩრდილელი
- რუსკა მაღრაძე
- მარიამ უძილაური
- ლუკა ჭოხონელიძე
- ანი ჭინჭარაული
- დავით სეხნიაშვილი
- ნინი ნაჭყებია
- ნუნუ მაღრაძე
- მარიკო ცომაია
- დავით გუნაშვილი
- თათია ფერაძე
დღეს რუსთაველზე აქცია მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები შეძახილებით აცილებდნენ „ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც მანქანებით საკანონმდებლო ორგანოს ტოვებდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სინდისის 9 პატიმარი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.