უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 028 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
- ტანკი – 10 995 ერთეული [+0]
- ჯავშანტექნიკა – 22 967 ერთეული [+4]
- საარტილერიო სისტემა – 30 034 ერთეული [+41]
- MLRS – 1 434 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 192 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 44 230 ერთეული [+172]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 439 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 54 456 ერთეული [+86]
- სპეცტექნიკა – 3 927 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 68 251 უპილოტო საფრენი აპარატი
- 614 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 162 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 27 129 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 37 832 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განაახლებს
„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ






