უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 024 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
- ტანკი – 10 988 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 22 946 ერთეული [+10]
- საარტილერიო სისტემა – 29 865 ერთეული [+50]
- MLRS – 1 428 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 191 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 420 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 43 303 ერთეული [+205]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 436 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 53 999 ერთეული [+112]
- სპეცტექნიკა – 3 925 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 66 978 უპილოტო საფრენი აპარატი
- 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 124 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 573 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 26 910 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 37 637 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან