უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 003 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 10 937 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 22 804 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 29 190 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 418 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 186 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 709 ერთეული [+123]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 337 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 017 ერთეული [+89]
  • სპეცტექნიკა – 3 915 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 63 533 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 906 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 219 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 871 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი – უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქში

რუსეთ-უკრაინის პერიოდული კონფლიქტი საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება – მაიკლ კლარკი

„რუსი მფრინავი ისე ჩამოაგდეს აზრზე არ იყო, რომ მის წინააღმდეგ რაკეტა მოქმედებდა“ – ინტერვიუ

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version