უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 938 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530]
- ტანკი – 10 662 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 22 257 ერთეული [+40]
- საარტილერიო სისტემა – 26 530 ერთეული [+88]
- MLRS – 1 367 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 136 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 065 ერთეული [+140]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 44 954 ერთეული [+312]
- სპეცტექნიკა – 3 858 ერთეული [+51]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 661 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 52 293 უპილოტო საფრენი აპარატი
- 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 22 876 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 536 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 23 741 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 34 203 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
- უკრაინის თავდაცვამ გაათავისუფლა 16 კვ. კილომეტრი პოკროვსკის მიმართულებით – სირსკი
- რუსეთში ტერორისტად გამოაცხადეს ქართველი მებრძოლი, რომელიც ზელენსკიმ დააჯილდოვა