ბათუმში წყალმომარაგება შეეზღუდათ აეროპორტის გზატკეცილზე, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ბაქოს, მაქაცარიასა და მაიაკოვსკის ქუჩებზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მის შესახვევებსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს; ასევე მახინჯაურის დასახლებაში, ბენზეში, ბარცხანაში, წინსვლასა და ორთაბათუმში მცხოვრებ აბონენტებს.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი გახდა ბენზეს მიმართულებით წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური 1200 მმ-იანი მილი, რომელიც ორ ადგილზე დაზიანდა.
კომპანიის ცნობით წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.
„ერთ ლოკაციაზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის მილის სარემონტო სამუშაოები მდ. ყოროლისწყლის თავზე მიმდინარეობს“ – წერს „ბათუმის წყალი“.






