მთავარი,სიახლეები

თურქეთში -25 გრადუსი დაფიქსირდა – ექსტრემალური სიცივე ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში

03.01.2025 •
თურქეთში -25 გრადუსი დაფიქსირდა – ექსტრემალური სიცივე ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში უჩვეულოდ ცივი ამინდია.

წელს ყველაზე დაბალი ტემპერატურა თურქეთში 1 იანვარს იყო. – 25,5 გრადუსი [ცელსიუსი] დაფიქსირდა აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე რაიონში.

ტემპერატურა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში თბილი დეკემბრის შემდეგ მკვეთრად დაეცა.

მედიის ცნობით, იანვრის პირველ რიცხვებში აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ქალაქ აღრის ცენტრში ტემპერატურა მინუს 16,4 გრადუსამდე დაეცა, ერზრუმში -18,3 გრადუსი, ხოლო ყარსის ცენტრში – მინუს 14,7 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა.

_____________

ფოტოზე: გაყინული ხეები ქალაქ აღრის შემოგარენში. ფოტო: სააგენტო ანადოლუ/Anadolu Ajansı

გადაბეჭდვის წესი


ასევე: