მთავარი,სიახლეები

სარფში 14 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლი გამოავლინეს

07.11.2024 •
სარფში 14 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში მებაჟე ოფიცრებმა 14 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, ავტობუსის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავში ორ შეკვრად დაფასოებული 14.0967 კილოგრამი არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 382.72 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.~

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: