ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესი შეიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 ივლისიდან ავტომობილების მფლობელებს უფლება მიეცათ წინა გვერდითა მინები 60 %-მდე დაამუქონ.
აქამდე მძღოლებს წინა გვერდითა მინების მხოლოდ 40%-მდე დამუქების უფლება ჰქონდათ.
შსს-ს ცნობით, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს.