სიახლეები

დავით ბაციკაძე მედეა ვასაძეს სეიფში შენახული დოკუმენტების გასაჯაროებისთვის სასამართლოში უჩივლებს

20.02.2015
დავით ბაციკაძე მედეა ვასაძეს სეიფში შენახული დოკუმენტების გასაჯაროებისთვის სასამართლოში უჩივლებს

 

დავით ბაციკაძის ინფორმაციით, ამ დოკუმენტებში „ვითომდა შემთხვევით“ გაიპარა პირის სახელი და გვარი, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვებულიყო. საქმის დეტალებს და იმას, თუ რას ეხება ეს დოკუმენტები, დავით ბაციკაძე არ აკონკრეტებს.

 

„მედეა ვასაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებში გაასაჯაროვა დოკუმენტები ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელიც უკვე დასრულებულია. ეს დოკუმენტები მას სეიფში ჰქონდა შენახული“, – განაცხადა დავით ბაციკაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს დილით მედეა ვასაძემ უმაღლეს საბჭოში გაავრცელა ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დეპუტატი დავით ბაციკაძე 8 თვის განმავლობაში თითქოსდა ერთ-ერთ თანამშრომელზე  სექსუალურად ძალადობდა. წერილში ქალის ვინაობაც იდენტიფიცირებულია. 

 

თავის დროზე ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება უმაღლეს საბჭოში შეწყდა ადმინისტარციული მოთხოვნებისა და კანონდებლობის დარღვევის ფაქტების არ არსებობის გამო. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.