შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთ საქართველოს საზღვართან „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა „მერსედესის“ მარკის სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მარშრუტით სტამბოლი-თბილისი.
ავტობუსის დათვალიერებისას, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიური ცენტრის ძაღლების მეშვეობით, მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს 7 გრამი მარიხუანა. ნარკოტიკული ნივთიერება ეკუთვნოდა საქართველოს მოქალაქეს თ. ხ.-ს, რომელიც ამ ავტობუსით მგზავრობდა.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს შსს აჭარის მთავარი სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებას.