“მე რომ დავტოვო კოალიცია შეიძლება უმრავლესობის გარეშე დარჩეს კოალიცია {უმაღლეს საბჭოში} და პოლიტიკური კრიზისის საფუძველი გახდეს ჩემი გადაწყვეტილება… ამიტომაც მე მყარად გადავწყვიტე, რომ ვრჩები კოალიციაში”-ეს განცხადება პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრმა ანზორ თხილაიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერით გააკეთა.
ანზორ თხილაიშვილი უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.
ის აცხადებს, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებაში ევროატლანტიკურ კურსის საფრთხესთან დაკავშირებით არგუმენტები ვერ დაინახა.