2014 წლის 18 ნოემბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თემურ ჩხეიძის სპექტაკლით, „გრონჰოლმის მეთოდი“, წარსდგება.
პიესის ავტორია ესპანელი მწერალი და დრამატურგი ჟორდი გალსერანი, რეჟისორი – თემურ ჩხეიძე, მხატვარი – გიორგი ალექსი-მესხიშვილი
რეჟისორის ასისტენტი – ნინო ჟორჟოლიანი.
მონაწილეობენ: ეკა ჩხეიძე; ნიკოლოზ თავაძე; აპოლონ კუბლაშვილი; ალეკო მახარობლიშვილი.
გასტროლი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება.
ბილეთები იყიდება ბათუმის დრამატული თეატრის სალაროში. ბილეთის ფასი: 5, 7, 10, 12 ლარი