სიახლეები

ბათუმის მერია მწერებს ებრძვის

03.06.2014
ბათუმის მერია მწერებს ებრძვის

 

როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველის განყოფილების უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე ამბობს, რომ პროგრამაში წელს ახალი პუნქტი დაემატა:

  

„ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია-დერატიზაციის მომსახურების“ პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამა მოიცავს ნაგავგამტარების, ნაგავშემკრები კონტეინერების, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ღია არხების, საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებისა და სარდაფების მწერებისა და მღრღნელებისაგან გაწმენდას. წელს დაემატა ახალი პუნქტი, რომელიც აქამდე არ ხორციელდებოდა. ეს არის იტალიური ეზოების, ერთსართულიანი და ორსართულიანი მრავალბინიანი სახლების ეზოებისა და სარდაფების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სხვენების, დეზინსექცია (მავნე მწერების განადგურება) სულ 97 სახლში“.

 

პროგრამის მიხედვით „სანდასუფთავება“ ქალაქის 11 550 ადგილზე მღრღნელების საწინააღმდეგო სამუშაოებს ჩაატარებს. 31 ჰექტარზე, 4020 სახლში, 187 ნაგავგამტარსა და 15 400 ნაგავმშემკრებ კონტეინერში  თვეში ერთჯერ, ოქტომბრამდე, მწერების საწინააღმდეგო ხსნარს მოასხურებენ.

 

 

მწერებს ბათუმის სანდასუფთავების სამსახური სპეციალური ტექნიკითა და შვიდი სახის პრეპარატით ებრძვის.

 

შპს „სანდასუფთავების“ სადეზინფექციო სამსახურის ხელმძღვანელის ედუარდ ზაქარაძის თქმით, პრეპარატები გარემოს ზიანს არ აყენებს:

 

 

„ძირითადად არის ევროპული წარმოების ხსნარები. მოსახლეობისთვის და სხვადასხვა ძუძუმწოვარი ცხოველებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პრეპარატები საქართველოს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დასაშვებ ხსნართა სიაში შედის. თუ ხსნარის რომელიმე კომპონენტი არ არის რეგისტრირებული, ქვეყანაში ის ვერ შემოაღწევს“.

 

 

ნუგზარ ცეცხლაძის თქმით: „თუ მოქალაქები მოგვმართავენ მერიაში განცხადებით, ან მერიის ცხელ ხაზზე (27-26-06), რომ ჩვენს ეზოს ჭირდება დეზინსექცია, ჩვენი ჯგუფი გავა და ჩაატარებენ სამუშაოებს“.

 

 

მწერებთან და მღრთნელებთან ბრძოლის პროგრამისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 185 215 ლარია გამოყოფილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.