სიახლეები

„სალსას“ გაკვეთილები პრესკაფეში

19.02.2014
„სალსას“ გაკვეთილები პრესკაფეში

 

კამპანიის ფარგლებში დღეს „პრესკაფეში“ უკრაინელმა ტრენერმა იულია როსკევიჩმა (ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აივ დადებით ადამიანთა გაერთიანება) ჩაატარა „სალსას“ გაკვეთილები, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

 

„დღეს თქვენ პირველად იცეკვეთ სალსა და დამერწმუნებით, რომ ეს არ იყო საშიში.  ასევე არ არის საშიში თითოეულმა ჩვენგანმა ჩაიტაროს სწრაფი ტესტირება აივ/შიდსზე. ყველამ მოვუწოდოთ ჩვენს მეგობრებს, რომ ჩაიტაროს ტესტირება და მათ უთხრან თავიანთ მეგობრებს“ – ასე მიმართა „სალსას“ გაკვეთილის შემდეგ უკრაინელმა ტრენერმა იულია როსკევიჩმა  დამსწრეებს.  

 

 

ცეკვის დაწყებამდე დამსწრეებს აინტერესებდათ, თუ რა ასაკიდან არის შესაძლებელი აივ/შდსზე ტესტირება, რაზეც  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეალური ხალხი რეალური ხედვის“ წარმომადგენელმა მედეა ხმელიძემ უპასუხა: ,,ჩვენი პროექტის ფარგლებში 15 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, მაგრამ სხვა შემთხვევებში მშობლის თანხმობაა საჭირო.“

 

შეგახსენებთ, რომ   ბათუმში 19 და 20 თებერვალს 13:00-18:00 იგეგმება სწრაფი ტესტირება აივ/შიდსზე. მისამართი: ყაზბეგის ქუჩა 5/7. ტესტირების გავლა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.