სიახლეები

ვინ მიიღებს ციტრუსზე კომპენსაციას აჭარაში

17.01.2014
ვინ მიიღებს ციტრუსზე კომპენსაციას  აჭარაში

 

სეზონის ჩატარების კონკრეტული გეგმა-გრაფიკის არ არსებობა, მოსალოდნელი მოსავლის არასწორი პროგნოზირება, ციტრუსის რეალიზაციისათვის მარკეტინგული გეგმის არ არსებობა, ექსპორტიორებთან კონტაქტის არ არსებობა, ციტრუსის სეზონისათვის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების დაგვიანებით გამოყოფა, მინისტრის მიერ სეზონის მიმდინარეობისასარსებული პრობლემების  ფერმერებზე გადაბრალება  – ესაა არასრული ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რამაც ირაკლი ბარამიძის თქმით ციტრუსის სეზონი ჩააგდო აჭარაში.

 

მისი განცხადებით კომპენსაცია, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოყო ფერმერებისათვის, არასწორად ნაწილდება და კომპენსაცია ყველა გლეხმა უნდა მიიღოს.

 

„წელს აჭარაში მოვიდა 110 120  ათასი ტონა ციტრუსი. ციტრუსის 40 % რეალიზაცია მოხდა  სადღაც 8 დეკემბრამდე, ანუ მანამდე სანამ  საკომპენსაციო თანხა იქნებოდა გამოყოფილი.  დარჩა 60 %. მოვიდა ზამთარი და სადღაც 35-40  % გაფუჭდა.  იმ დარჩენილი 20 % დან,  სადღაც 15 ათას ტონამდე მიიღებს ქობულეთის წვენების ქარხანა, დანარჩენის კომპენსირება  მოხდება. ეს კომპენსირება რას მოიცავს,  დოკუმენტალურად რომ გავშიფრეთ აღმოჩნდა რომ არის  ურთულესი პროცესი. 12 მილიონიდან, რომელიც არის გამოყოფილი, ამ თანხის ნახევარსაც ვერ აითვისებენ. იმიტომ რომ ძალიან რთულად არის შიგნით მოყვანილი  დოკუმენტაცია,  რომელიც ფერმერმა უნდა წარადგინოს სახელმწიფოს წინაშე რომ მიიღოს  ანაზღაურება,“ – აცხადებს ირაკლი ბარამიძე.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს რომ კომპენსაცია ყველამ უნდა მიიღოს.

 

„ვითხოვთ აჭარის მთავრობისგან მოხდეს რეალური კომპენსირება აჭარელი გლეხების. თუ კახეთში მოხდა კახელი გლეხის  ნამუშევრის  ანაზღაურება, რა დააშავა აჭარელმა გლეხმა რომელსაც არაფერს არ ვუხდით თავისი ერთადერთი შემოსავლი სანაცვლოდ,“ – აცხადებს ირაკლი ბარამიძე.

 

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, როინ გოგაძის განცხადებით  სამინისტრო კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

 

 

ირაკლი ბარამიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.