სიახლეები

ბათუმის მერის პრესპიკერი და ირინა ყურუას გათავისუფლება – გამოხმარურება არასამთავრობოდან

13.01.2014
ბათუმის მერის პრესპიკერი და ირინა ყურუას გათავისუფლება – გამოხმარურება არასამთავრობოდან


დავით ბერიძე ბათუმის მერიაში პრესპიკერის დანიშვნასა და აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ირინა ყურუას სამსახურიდან გათავისუფლებას, აჭარის ტელევიზიის დირექტორის, სოსო სტურუას ერთპიროვნულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ხოლო ბათუმის მერიაში ახალი შტატის – პრესსსიკერის თანამდებობაზე სოფიო კონცელიძის დანიშვნას, პოლიტიკური გადაწყვეტილებად:


„ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ კონკურსი არ გამოცხადებულა და არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ მერიას სჭირდებოდა პრესსპიკერი. დავაკონკრეტებ, მერის პრესსპიკერი და არა, როგორც მერმა ჯემალ ანანიძემ განაცხადა, მერიის პრესსპიკერი. როგორც ხელშეკრულებიდან გაირკვა, ეს არის პირადად მერის პრესსპიკერი ერთი წლის ვადით“.


შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიაში ახალი საშტატო ერთეული 2014 წლიდან დაემატა. მის უფროსად კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, სულხან ოქროპირიძის მეუღლე სოფიო კონცელიძე დაინიშნა.


დავით ბერიძე ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტს, რომ ნაცვლად 2016 წლისა, 2014 წელს მიიღოს კანონი სარეკლამო კომპანიების მხრიდან მობილურ ტელეფონებზე SMS შეტყობინებების გაგზავნის აკრძალვის შესახებ. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული მომხმარებლის უფლებების დარღვევაა და პარლამენტმა საკითხის გადაწყვეტა 2016 წლამდე არ უნდა გადადოს.


„ბოლო წლებში კერძო სარეკლამო სამსახურები ძალიან გააქტიურდნენ – მობილურ ნომრებზე აგზავნიან სარეკლამო შეტყობინებებს. მე დავრეკე კომპანია „ჯეოსელში“ და მიპასუხეს, რომ ისინი არ გასცემენ აბონენტის ნომრებს. საიდან აქვთ ამა თუ იმ სარეკლამო კომპანიას მობილური ნომრებზე წვდომა. ამით უნდა დაინტერესდეს პარლამენტი და გამოიძიოს პროკურატურამ“.


აღნიშნული საკითხზე საქართველოს პარლამენტიც მუშაობს. განსაზღვრულია ჯარიმა 3 ათასიდან 10 ათას ლარამდე. დავით ბერიძის რეკომენდაციაა ისიც, რომ ჯარიმიდან გარკვეული პროცენტი ნომრის მესაკუთრეს,როგორც დაზარალებულ მხარეს, დაერიცხოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: