სიახლეები

მოქალაქე „დიეს ჯგუფი“-ის წინააღმდეგ

30.12.2013
მოქალაქე „დიეს ჯგუფი“-ის წინააღმდეგ

 

 

მანელიშვილების კერძო საცხოვრებელი სახლის გვერდით, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მესამე წელია შენდება. მშენებლობის წესების დარღვევის გამო, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა კიდეც, თუმცა რამდენიმე დღის წინ საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ისევ განაახლა.

 

ეთერ მანელიშვილი აცხადებს, რომ მშენებლობის პროცესში დაზიანდა მისი კერძო სახლის ეზო და სახლის სახურავი, რის გამოც სახლში წვიმა ჩადის. „არ არის დაცული სამშენებლო ნორმები. პირდაპირ სართულებიდან ყრიან ცემენტის, ქვების და სხვა სამშენებლო მასალების ნარჩენებს, რის გამოც ჰაერი და საცხოვრებელი გარემო ბინძურდება, ამით საფრთხე ექმნება ჩვენს ჯანმრთელობასაც. სამშენელო კომპანიამ მიიტაცა ჩვენი კუთვნილი ეზოს ნაწილიც“, – აცხადებს ეთერ მანელიშვილი.

 

დაზარალებულები სამშენებლო კომპანიისგან მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, სახლის სახურავის აღდგენასა და სამშენებლო ნორმების დაცვას მოითხოვენ: „მე მინდა მივმართო ადამიანის უფლებათა დამცველებს, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ ვერ შევძლებთ სასამართლოში საქმის წარმოებას უსახსრობის გამო და არც ნდობა გვაქვს სასამართლოსი. გარდა ამისა, სასამართლოს სჭირდება დრო, ჩვენი სახლის სახურავი კი ჩატეხილია და წვიმა და თოვლი ჩამოდის. აღნიშნული საქმე გადაგზავნილია პროკურატურაშიც. მიგვაჩნია, რომ ირღვევა ჩვენი, როგორც მოქალაქეების და როგორც ადამიანების უფლება, მესამე წელია მიდის ზეწოლა, მოგვაყენეს მატერიალური ზიანი, სახლი გახადეს სიცოცხლისთვის საშიში. მოვითხოვთ, ჩაერიონ შესაბამისი ორგანოები და ჩვენი უფლება იქნას დაცული“.

 

„ბათუმელებმა“ კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.