ნეტგაზეთი • RU

„ყინულის მოედანი ფასიანი უნდა გახდეს“

ლელა დუმბაძე

 

ბათუმის საკრებულოს „რესპუბლიკელმა“  წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა დღეს, 4 დეკემბერს, ბრიფინგზე  განაცხადა, რომ  ბათუმში მდებარე ყინულის სასახლის მშენებლობაზე სხვადასხვა წელს, თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა. მისი განცხადებით, ამ საკითხით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ყინულის სასახლეების ნაწილი, რომლის შესყიდვაზე და გადატანაზე რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა, დღეს გამოუსადეგარია.    

„ხუთი წლის განმავლობაში, ხუთი ყინულის მოედანი აიგო და სულ ათი მილიონი ლარია ბიუჯეტიდან დახარჯული. გაუმართავია ინვენტარიც, ოთხი თვე კი საერთოდ უფუნქციოდ იყო.  წელს ყინულის მოაედნის ფუნქციონირებისთვის ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი, რისი წინააღმდეგიც ვარ“. 

 

 

ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით, მშობლებმა ისევე უნდა გადაიხადონ სპორტის ამ სახეობისთვის  ფული, როგორც სხვა სახეობების შესწავლაში იხდიან. „ფასიანი უნდა გახდეს. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის იქნება  უფასო. ძალიან ძვირი ჯდება მოედნის შენახვა, მარტო მოციგურავეების კაბები ჯდება თურმე 300-400 ლარი. ეს მაშინ, როცა ბავშვების ფეხბურთის მწვეთნელის ხელფასი 200 ლარია, ბავშვებს არ აქვთ ბურთი, მაისური და საშხაპე. რატომ არის ასე? ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომელია ბათუმისთვის პრიორიტეტული სპორტის სახეობა“.  

 

ყინულის სასახლის მწვრთნელების განცხადებით, ყინულის სასახლეში ამ დროსათვის 500-მდე ბავშვი დადის.    

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე