„სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია“, – ამის შესახებ ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
>ცენტრის თანახმად, „საკუთარი შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით“.
განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.
დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება“.






