სიახლეები

„რუსი როდენი“ აჭარის მუზეუმში

30.05.2012 • • 1519
„რუსი როდენი“ აჭარის მუზეუმში

ავტორი: ნანა კვაჭაძე

ლოტი 367 – ქალის თავი, მასალა – ხე, მოქანდაკე სტეფან ერზია, საწყისი ფასი: 20 ათასი დოლარი – ეს ინფორმაცია ფოტოსთან ერთად „სოთბის“ აუქციონის ვებგვერდზეა განთავსებული. აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ამ მოქანდაკის შვიდი ნამუშევარია დაცული. ამათგან მხოლოდ სამია გამოფენილი, დანარჩენი ოთხი ნამუშევარი კი მუზეუმის საცავში ინახება.

20 ათასი დოლარი სტეფანე ნეფედოვ-ერზიას ნამუშევრისათვის საკმაოდ მცირე თანხაა, თუმცა ეს მხოლოდ საწყისი ფასია. აუქციონზე ერზიას ფასი აიწევს. „სოთბის“ ექსპერტები მის გაყიდვას 50 ათას დოლარად ვარაუდობენ, თუმცა ერზიას ხეში შესრულებული ქალის სკულპტურა შესაძლოა ექსპერტების მიერ ნავარაუდევ თანხაზე მეტადაც გაიყიდოს. გასული წლის ივნისში ერზიას „ქალის თავი“ (სკულპტურა იმავე სერიიდან) „მაკ’დუგალის“ აუქციონზე 117 ათას დოლარად გაიყიდა.
მორდველი მოქანდაკის, ნეფედოვ-ერზიას სამი სკულპტურა – „შოთა რუსთაველი“ (ორი ნამუშევარი) და „ილია ჭავჭავაძე“ _ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ძირითად ექსპოზიციაშია წარმოდგენილი, დანარჩენი ოთხი: ლენინის -ორი, მარქსის და ერთიც ფილიპე მახარაძის ბიუსტები ამავე მუზეუმის საცავში ინახება.

ერზიას, რომელსაც „რუს როდენსაც“ უწოდებენ (იმის მიუხედავად, რომ იგი არა რუსი, არამედ მორდველი იყო), ნამუშევრების არსებობა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის კოლექციაში შემთხვევითი არ არის. 1922 წელს ციმბირის გუბერნიაში დაბადებული ნეფედოვ-ერზია საცხოვრებლად ბათუმში ჩამოვიდა, აქ ერზიას სიმამრი, იმროზი ცხოვრობდა. სარეკომენდაციო წერილით ერზიამ ბათუმელ ცნობილ მხატვარს, ილუშინს მიმართა და მისი პირველი მასპინძელიც ვიწრო ბინაში ილუშინი იყო.

44 წლის ერზია ბათუმის მუშათა კლუბში ძერწვის მასწავლებლად მიიწვიეს, მალევე ბათუმის ხელისუფლებამ მას ლენინის ბიუსტი დაუკვეთა, რომელიც ერზიამ ტუფის ქვით შეასრულა. ძეგლი საზეიმოდ გახსნეს 1923 წლის 1 მაისს, თანამედროვე აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში.
ამჟამად ლენინის ბიუსტი წარწერით - „ლენინს ბათუმისაგან“ აჭარის მუზეუმის საცავში ინახება. მუზეუმის თანამშრომელი, ნანა ფაღავა, რომელიც ჟურნალში - „მუზეუმის მაცნე“ ერზიაზე მომზადებული სტატიის ავტორია და ნეფედოვ-ერზიას შემოქმედებას იკვლევს, ამბობს, რომ შესაძლოა ეს იყოს პირველი ძეგლი, რომელიც ლენინის სიცოცხლეში დაიდგა და გაზეთ „ტრუდავოი ბატუმ“-ში 1923 წელს დაბეჭდილ ინფორმაციას იხსენებს ამის შესახებ. 1934 წელს მოედნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ლენინის ბიუსტი აიღეს და 1940 წლიდან ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში ინახება.

ნანა ფაღავა: „ორი წელი ცხოვრობდა ნეფედოვ-ერზია ბათუმში და ამ პერიოდში მან შექმნა შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის მარმარილოს ბიუსტები (დაცულია აჭარის მუზეუმში). ერზიამ პირველად ბათუმში გამოიყენა ხე, მანამდე იგი ხეზე არ მუშაობდა. ხეშია გამოკვეთილი შოთა რუსთაველის ბიუსტი, რომელიც მუზეუმის ჰოლშია განთავსებული. იგი ძირითადად იყენებდა კაკალსა და მუხას. ხეზე მუშაობა გააგრძელა მან არგენტინაში გადასვლის შემდეგაც. იგი 1927 წელს ჩავიდა ბუენოს-აირესში და ოცი წლის მანძილზე იქ შექმნა ნამუშევრები, რომლებიც შემდგომში შედევრებად იქნა აღიარებული.“

„დიახ, ბათუმის ცენტრში რამდენიმე წლის მანძილზე გამუდმებით ისმოდა ჩაქუჩის ხმა, სახელოსნოში მარმარილოს მტვრის ბუღი იდგა და მასში ამოვლებული ხელოვანი სტეფანე ერზია ახალ-ახალ ნამუშევრებს ქმნიდა“ - გაზეთი „ტრუდავოი ბატუმ“-ი.
ნეფედოვ-ერზიას ბათუმში ცხოვრების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ნანა ფაღავა ამბობს, რომ არა მწერალ რამაზ სურმანიძის წერილები, რომელიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა პრესაში, ძალიან რთულ იქნებოდა ერზიას ბათუმში ყოფნის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

ვიწრო პროფესიულ წრეებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბათუმში ჩამოსული ერზიას შემოქმედების ერთ-ერთი კოლექციონერი მზად იყო მოქანდაკის ნამუშევრებში მილიონობით დოლარი გადაეხადა, მუზეუმის დირექტორი არ ადასტურებს. გოდერძი ტოტოჩავა ამბობს, რომ ამის შესახებ არ სმენია, თუმცა დასძენს, რომ მოქანდაკის პოპულარობიდან გამომდინარე, ასეთი სურვილი გასჩენოდა ვინმეს, გასაკვირი არ არის.

ერზიას ნამუშევრები, რომელიც მუზეუმის საკუთრებაა, შეფასებული არ არის. „ჩვენ არ შეგვიძლია მისი შეფასება, შეფასება ხდება კოლექციის დაზღვევის დროს (იმ შემთხვევაში, თუ კი ექსპონატები უნდა გამოიფინოს სხვა ქალაქში, ან ქვეყანაში ხდება კოლექციის დაზღვევა - ავტ. შენიშვნა), მაგრამ დაზღვევის თანხაც კი არ ასახავს ნამუშევრების რეალურ ფასს” - ამბობს გოდერძი ტოტოჩავა.
„ჩვენთვის ყველაფერი ძვირფასია“ - აღნიშნავს ნანა ფაღავა. იგი ამბობს, რომ მუზეუმში ფიქრობენ ერზიას ცალკე გამოფენაზე, სადაც მოქანდაკის შვიდივე ნამუშევრის ერთად ნახვა იქნება შესაძლებელი.

გადაბეჭდვის წესი