სიახლეები

„როცა ადამიანი სამუშაოს ეძებს, ის უკვე აღარ არის კრიმინალი”

30.05.2012 • • 1226
„როცა ადამიანი სამუშაოს ეძებს, ის უკვე აღარ არის კრიმინალი”

ავტორი: ლელა დუმბაძე

  აჭარაში დღეს 2600 პრობაციონერია, მათ შორის 200 ქალია  

პრობაციონერები, ძირითადად, ის მსჯავრდებულები არიან, ვინც შედარებით მსუბუქი დანაშაული _ ხულიგნობა, ქურდობა ან რაიმე ადმინისტრაციული კანონდარღვევა ჩაიდინა. მართალია, მათ ციხის გარეთ სოლიდური ფულადი ჯარიმის სანაცვლოდ უშვებენ, მაგრამ თავისუფლება ამად უღირთ. პრობაციონერმა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა იმუშაოს.

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე განთავსებულ პრობაციის ბიუროში ხალხმრავლობაა. 17 წლის დათო სიგარეტს აქტიურად ეწევა და ცოტათი ნერვიულობს კიდეც… კვირაში ერთხელ პრობაციის ბიუროში ცხადდება, დღეს კი სწორედ ის დღეა, როცა ხელი უნდა მოაწეროს გამოცხადების ფურცელს და უკან გაბრუნდეს. მას, ჯერჯერობით, სამუშაო არ აქვს და ელოდება, როდის შესთავაზებს სახელმწიფო ჩადენილი დანაშაულისთვის გამოსასწორებელ შრომას. ის სასჯელს ხულიგნობისა და ქურდობის გამო იხდის. „სკოლაში სიარული მეზარებოდა, თუმცა სპორტი მომწონს და მინდა, სირბილში ვივარჯიშო. ვნახოთ, რა გამომივა“, – ამბობს დათო, მერე გვემშვიდობება და ქუჩას მიუყვება…
რამაზიც პრობაციონერია. ის 18 წლისაა და სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდის. ამბობს, რომ სრულწლოვანი ადამიანი დანაშაულს ხშირად ალკოჰოლის ზემოქმედებით ჩადის: „ახლა ვხვდები, რომ ერთი ჭიქის გამო არ ღირდა სასჯელის აკიდება, მაგრამ…“
დათოსგან განსხვავებით რამაზი უფრო იმედიანადაა, რადგან სტუდენტია, ცოლიც შეირთო და საკუთარი საქმეც აქვს. ერთადერთი, რაზეც დარდობს, ნასამართლეობის დამღაა: „როგორც მითხრეს, სასჯელის მოხდის შემდეგ გარკვეული თანხას თუ გადავიხდი, ნასამართლეობა მომეხსნებ“.
ნასამართლეობა, კანონის მიხედვით, თანხის გარეშეც ქარწყლდება.
ნასამართლეობის სტატუსის გამო წუხს 24 წლის მირზაც. მისი პესიმიზმის საფუძველი ის არის, რომ ნასამართლევ ადამიანს ძნელად იღებენ სამსახურში: „როცა ადამიანი სამუშაოს ეძებს, ის უკვე აღარ არის კრიმინალი. მინდა შევიცვალო და საქმე მქონდეს, მაგრამ არ გამოდის. იქ მიდგები, აქ მოდგები, მაინც შერცხვენილი წამოხვალ“.
მირზა ამბობს, რომ უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ დანაშაულისკენ ალკოჰოლმა უბიძგა. „ახლა ვხვდები, რომ ცუდად მოვიქეცი. თავისუფლად ვეღარ ვცხოვრობ, ვეღარ დავდივარ, ამიტომ დროზე ვცხადდები პრობაციის სამსახურში, ჯარიმა რომ არ დამეკისროს და მალე დავაღწიო სასჯელს თავი“.
მირზას აზრით, მისი ასაკის ადამიანებში კრიმინალის ზრდის მთავარი მიზეზი უმუშევრობაა: „საქმე არა აქვთ და წამალდამოკიდებული ხდებიან. შემდეგ წამლის ფული რომ აღარ არის, დანაშაულზეც მიდიხარ“. მირზას აზრით, კრიმინალის ზრდის მიზეზი ისიცაა, რომ პატრული ქუჩას ვეღარ აკონტროლებს.
პრობაციის ბიუროში ისეთ ადამიანებსაც ნახავ, რომლებიც ხუთწლიან სასჯელს ერთი ძირი ხის მოჭრის გამო იხდიან. „რას ვიზამთ, კანონი კანონია. ისე, სასჯელის ზომა მაინც შეუსაბამოა. ის მაინც კარგია, რომ სამუშაოდ წასვლის უფლებას მაძლევენ და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა მაქვს“, – ამბობს ქობულეთის მკვიდრი.
სამაგიეროდ, ბატონი ომარი ფიქრობს, რომ უსამართლოდ დასაჯეს: „89 წელში ჩადენილი დანაშაული გამიხსენეს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ხანდაზმულია. 25 ათასი საპროცესოთი გადავიხადე, 5 ათასი – ჯარიმის სახით“. ამდენი ხნის შემდეგ ის პოლიციელზე ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დასაჯეს: „დღეს რა გასახსენებელი იყო ეს ამბავი, მაგრამ ბიუჯეტს სჭირდებოდა ფული”. მას მცირე ბიზნესი აქვს და ამბობს, რომ პრობაციონერების მიმართ უნდობლობა არც სასჯელის დაკისრებამდე ჰქონია: „ადრეც ბევრს დავხმარებივარ, მაგრამ ახლა კაცს როგორ უნდა უთხრა დასაქმებაზე უარი, მოსახლეობის ნახევარი ნასამართლევია“.
ჯუმბერს ნასამართლეობამდე მცირე ბიზნესი ჰქონდა, სასტუმროს მეპატრონედ ითვლებოდა, მაგრამ დასჯის შემდეგ ძველი საქმის გაგრძელება აღარც კი უფიქრია: „ეგ ბიზნესი რეალურად ჩემი არც იყო, უბრალოდ, ჩემს სახელზე იყო გაფორმებული, ამიტომ დოკუმენტებზეც მე მიწევდა ხელის მოწერა. ზედნადები არასწორად გამოვწერე და დამაკავეს. გული იმაზე მტკივა, რომ ისინი, ვის გამოც დავისაჯე, გვერდით არ დამიდგნენ. მანქანა გავყიდე და ჯარიმის თანხა ისე გადავიხადე“.
ჯუმბერი ახლა ნაქირავები მანქანით ტაქსაობს და ოჯახს ამ გზით არჩენს.
აჭარის პრობაციის ბიუროს უფროსის, როინ თურმანიძის ინფორმაციით, აჭარაში დღეს 2600 პრობაციონერია, მათ შორის 200 ქალია. პრობაციონერები კანონის მიხედვით, ვალდებული არიან, კვირაში ან თვეში ერთხელ, პრობაციის ბიუროში გამოცხადდნენ. მათ სახელმწიფო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას სთავაზობს, თუმცა ბევრი მათგანი შრომაზე უარს ამბობს. პრობაციონერები უსასყიდლოდ შრომობენ, მაგალითად, ქალაქში ალაგებენ ბულვარს, ხვეტავენ ქუჩებს, მთაში კი შეშის ჩეხვასა და სკოლის სახურავების გადმოთოვლას ავალებენ. ამ დროისთვის 100-მდე პრობაციონერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი