Batumelebi | „რედისონის“ ფორსმაჟორი „რედისონის“ ფორსმაჟორი – Batumelebi
RU | GE  

„რედისონის“ ფორსმაჟორი

საქმის-დაწყება-სურვილის

Radisson Blu Hotel Batumi-ის ოფიციალურად გახსნას აგვისტოსთვის გეგმავენ. იმის მიუხედავად, რომ 4-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ პირველი საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები უკვე მიიღო და მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის კონფერენციაც ჩაატარა, დამსვენებლის მისაღებად ჯერ მზად არ არის. სასტუმროს ადმინისტრაციაში არ საუბრობენ იმ მიზეზებზე, თუ რატომ გახდნენ იძულებული პირველი სტუმრები ფორსმაჟორში მიეღოთ.

ირმა ზოიძე

Radisson Blu Hotel Batumi-ს მეორე ოფიციალური გახნის შესახებ, სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერმა ნატალია ლუჩანინოვამ „ბათუმელებთან“ განაცხადა: „სასტუმრო ოფიციალურად არ არის გახსნილი, რეზერვაციებს არ ვიღებთ. დაჯავშნის სისტემაც დახურულია, იმის მიუხედავად, რომ ოთახები ცარიელია, ვერავის მივიღებთ, სასტუმრო სრულად გამართული არ არის. გვირჩევნია ყველაფერი ბოლომდე მოვაწესრიგოთ და მერე მივიღოთ სტუმრები. გვინდა ყველანაირი უკმაყოფილება თავიდან ავიცილოთ“.
Radisson Blu Hotel Batumi საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასწრაფო წესით საკმაოდ დიდი ხმაურით, მასშტაბურად და ფოიერვერკებით გახსნა: „დღეს ისტორიული დღეა. ამ ქალაქისთვის და ძალზე მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ყველაზე მთავარი ინდუსტრიისთვის – ტურიზმისთვის. აქ იხსნება არა მარტო არქიტექტურული შედევრი, არამედ ის, რაც მართლაც გადაიქცევა საქართველოს წარმატების, საქართველოს განვითარების, საქართველოს უკეთესი მომავლის სიმბოლოდ. პირველი იყო „შერატონი“, ახლა იხსნება „რედისონ ბლუ“.
პრეზიდენტის მიერ გახსნილმა სასტუმრომ, გახსნიდან ორ დღეში, პირველ საერთაშორისო დონის შეხვედრას უმასპინძლა. VIII საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა, თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, მონაწილეების ნაწილი სწორედ აქ დაბინავდა. ამ პერიოდში მედიას პრესრელიზის საშუალებით „საქართველოს ბანკმა“ აცნობა, რომ სასტუმროს სესხი მისცა შენობის „დასრულებისა და აღჭურვისათვის~. წერილით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ სასტუმროს გახსნიდან მეორე დღეს ჟურნალისტებს მეილზე მიუვიდათ, ცნობილი გახდა, რომ Radisson Blu Hotel Batumi ბანკმა 27 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხით დააფინანსა, საბოლოოდ მოსაწესრიგებლად.
რატომ გადაწყვიტეს „რედისონის“ ადმინისტრაციამ ასეთ პირობებში და დაჩქარებულად ტემპით პირველი სტუმრების მიღება, თუ მისი დახურვა კვლავაც ჰქონდათ გადაწყვეტილი? საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი პასუხისგან თავს იკავებს. თუმცა ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, სასტუმროების დიდი ნაწილი უკვე დაკავებული იყო, შესაბამისად, მათ მოუწიათ დელეგაციის მიღება („ბათუმელების“ ინფორმაციით, მაღალი რანგის ევროპელი სტუმრების მიღების სურვილი სხვა სასტუმროებსაც ჰქონდათ).
ახალგახსნილ სასტუმროში ნაკლოვანებებმა მაშინვე იჩინა თავი, საგანგებო მდგომარეობაში სტუმრების მიღების გამო. კონფერენციის მსვლელობისას სასტუმროში კონდიცირების სისტემას შეექმნა პრობლემა. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მცირე დარბაზში, პრესკონფერენციაზე ევროკავშირის კომისარი შტეფან ფულე და ჟურნალისტებიც სიცხისგან შეწუხებულები ერთნაირად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „დარბაზში აუტანლად ცხელოდა. ძალიან ვიწროდ ვიყავით. სტუმარი ოფლის მოწმენდას ვერ აუდიოდა, პიჯაკიც გაიხადა, თუმცა ამით შეღავათი ალბათ არ ექნებოდა“, – თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს პრესკონფერენციის მონაწილე ერთ-ერთი ჟურნალისტი.
სასტუმროს ადმინისტრაციის ვარაუდით, ჯავშნის მიღებას აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყებენ.
ინფორმაცია სასტუმროს შესაძლებლობის შესახებ ისევ „საქართველოს ბანკის“ პრესრელიზიდან: Radisson Blu Hotel Batumi დაიტევს 168 სასტუმრო ოთახს და საერთაშორისო კლასის სასტუმროსთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. სასტუმრო გამიზნულია როგორც დასვენების, ისე საქმიანი მიზნით ჩამოსული სტუმრებისთვის და მასში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კომფორტსა და დიზაინის თანამედროვე გადაწყვეტილებებზე“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge