სიახლეები

ჯარიმა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილისგან

30.05.2012 •
ჯარიმა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილისგან

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი

ავტორი:ცაგო კახაბერიძე
„…სასამართლომ უნდა იმუშაოს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, კანონის მოთხოვნისა და საკუთარი რწმენის გათვალისწინებით და არა ისე, როგორც პოლიცია და პროკურატურა უკარნახებს“, – ადვოკატ ნუგზარ ჯინჭარაძის მიერ 21 ოქტომბერს დაცვის სიტყვაში წარმოთქმულმა ამ მოწოდებამ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გულისწყრომა გამოიწვია. მან ადვოკატი „სასამართლოს შეურაცხყოფისთვის“ 100 ლარით დააჯარიმა.

ნუგზარ ჯინჭარაძე კი მიიჩნევს, რომ იგი უსამართლოდ დააჯარიმეს – „ვთქვი ის, რაც არის სიმართლე, შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“.
სასამართლო პროცესზე ნუგზარ ჯინჭარაძე მოქალაქე თალიკო მ-ს. ინტერესებს იცავდა, რომელსაც პროკურატურა დოკუმენტის გაყალბებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ედავება, რაც თაღლითობას გულისხმობს. მან ხელი შეწყალების დოკუმენტს პატიმრის ნაცვლად მოაწერა. ადვოკატის თქმით, „თავად პატიმარმა მისცა თალიკო მ.-ს ამის თანხმობა, მაგრამ პროკურატურამ ეს არ გაიზიარა“.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა თალიკო მ.ს ხუთი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. როგორც ადვოკატი ამბობს, გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და უკვე მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. თალიკო მ. 45 წლისაა, მას მეუღლე, შვილი, რძალი და ერთი შვილიშვილი ჰყავს.

გადაბეჭდვის წესი