სიახლეები

წინასწარ არავის არაფერს ვპირდები

30.05.2012 • • 1466
წინასწარ არავის არაფერს ვპირდები

ავტორი: თეონა თურმანიძე 

გოგა ქათამაძე ახალი საქმით, კვარიათში ბუნგალო „ბუმერანგით“ დაკავდება. მისი გახსნა ივლისში იგეგმება. ძმების, გოგასა და გოჩას მეგობარ ქალებზე საუბარი სიახლე არ არის, მათ ხშირად ცნობილი ქალბატონების გვერდით მოიხსენიებენ. პირადი ცხოვრების შესახებ ამჯერად გოგა ქათამაძე გვესაუბრა.

ყოველთვის რაღაცით ხარ დაკავებული, თუმცა კონკრეტულად რით, არავინ იცის…

ახალ გეგმებზე მოგიყვები, ივლისისთვის კვარიათში ვაკეთებთ ბუნგალოს, დირექტორი ვარ და შეთავსებით მენეჯერიც, ალბათ. ბუნგალო გასულ წელს ქობულეთში გაიხსნა, წელს არჩიეს კვარიათში გადმოეტანათ (დათო ოქიტაშვილის ბუნგალო).
აქამდე?
6 თვე ვცხოვრობდი ბაქოში, გასულ წელს წავედი, იქ ვიქირავეთ მეგობრებმა გასართობი ცენტრი, გავხსენით ქართული რესტორანი, იქვე იყო აუზი და კორტები, კომპლექსის ტიპის გასართობი ცენტრი გამოვიდა. მერე რაღაც გარემოებების გამო მომიწია ჩამოსვლა. აქ, ბათუმშიც, პარკში გვქონდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ბულვარში იქნება წელს. სახელმწიფო სამსახურში არასდროს მიმუშავია, ამის სურვილი არ მაქვს. პროფესიით იურისტი ვარ.
შენს და გოჩას სახელს ქალებთან კონტექსტის გარეშე, როგორც წესი, არ ახსენებენ. ხშირად ცნობილი ქალბატონების ბოიფრენდებად გიხსენიებენ, თავისუფალი დრო ვისთან ერთად გადის?
ჩემი თავისუფალი დრო ასეთია: ავდივარ აგარაკზე (ბობოყვათში), მალე ჩამოსვლას აპირებენ მეგობრები ოჯახებით. კარგა ხანია არ გამირემონტებია, თითქმის 10 წელია აღარ გვიცხოვრია, რემონტი საჭირო იყო, ეზოში აუზია და ვფიქრობ, კარგად დაისვენებენ. დედაჩემი ცხოვრობს იქ. მერე კი, სექტემბერში, თბილისში გადავდივარ. დიდი სამეგობრო მყავს იქ, არის შემოთავაზებები, მეტის საშუალებას იძლევა თბილისი. იქაც კლუბის გაკეთებას ვაპირებ.
რაც შეეხება გოჩას, აქ ცალკე ცხოვრობს, ამჟამად არ არის საქართველოში.
მეგობარი გოგონები…
ბევრი მყოლია, გემოვნებას არასოდეს ვუჩიოდი:) თან სახლში ჩაკეტილის ცხოვრებით არასდროს მიცხოვრია, 18 წლიდან ვმუშაობ, ვერთობი, სწავლა-სახლი- სამსახური – ეს მარშრუტი ჩემთვის უცხოა. კაფეში არ დადიოდე და გართობისთვის დრო არ გრჩებოდეს, რაღაც არ მესმის. მახსოვს, პირველად ქობულეთში, პლაჟზე გავაკეთე კაფე, მერე კვარიათში, კაფე „ბლექ-ბარი“ ჩვენია, არენდით გვაქვს გაცემული. არ ვიცი, ამას ბიზნესი ჰქვია თუ რა, რაც გამოგდის, ის უნდა აკეთო.
გყვარებია ისე, რომ ოჯახის შექმნაზე გეფიქრა?
კი, ორჯერ. პირველად 18 წლის ვიყავი, მეორედ სულ ახლახანს. ახლა თავისუფალი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს.
სტანდარტები არ მაქვს, შეიძლება იდეალური არ იყოს, უბრალოდ კარგად უნდა გრძნობდე თავს, არ უნდა გღლიდეს.
შენთან ყოფნა მარტივია თუ სულ ეჭვებში უნდა იყოს ქალი?
არავის არაფერს ვპირდები წინასწარ, არც ეჭვიანი ვარ, არ მიყვარს კონტროლი, თუ ვიცი, რომ მეგობრებთან ერთად არის, ღამის სამი საათიც რომ იყოს, არ ვეტყვი, ყველაფერი მიატოვოს და სახლში წავიდეს. არა ღალატი, არა ტყუილი – ეს არის ჩემთვის გადამწყვეტი. მთავარია, ვენდობოდე და ერთგულება… მე ისე ვიქცევი, როგორც მე მინდა რომ მომექცნენ, ადამიანებისგან ბევრს არაფერს ვითხოვ, შეგნებულად რაღაც ცუდი გავაკეთო ან მოვატყუო გოგო – არა, როცა რაღაც სრულდება, ვემშვიდობები… მე ყველა მათგანთან, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, ვმეგობრობ.
რამდენი ხანი გრძელდება ეს ურთიერთობები და საჯარო ხდება თუ არა ის ადამიანი?
ერთი თვე, ოთხი თვე, რა ვიცი, როდის როგორ, მარტო სექსი არა. საინტერესო ურთიერთობა უნდა გამოვიდეს, თუმცა კი, მივსულვარ ქალთან და მითქვამს, შემითავაზებია, რაც მინდოდა, პასუხი? რატომაც არა, ხან პირიქით – არა. თავში არასდროს ამვარდნია. როცა საჭირო არ იყო ურთიერთობის აფიშირება, თავს ვარიდებდი. 
გათხოვილი ქალთან გქონია ურთიერთობა?
განათხოვართან კი, ქორწინებაში მყოფთან – არა. არ მინდა, ჩემი კომფორტისთვის და თუნდაც გართობისთვის რაღაც ავრიო ან დავძაბო.
ისე, უცხოს არ ვეკონტაქტები, ან უცებ ფლირტი -არა.
ქალისთვის, მისი მოხიბვლისთვის რაც უფრო მეტ დროს ხარჯავ, მით უფრო საინტერესოა, თუმცა ზომიერება ყველაფერშია საჭირო.
რას ჩუქნი ხოლმე ქალებს?
მიყვარს, როცა მე ვჩუქნი: კაბა, ფეხსაცმელი, სუნამო, ვარდებს მირჩევნია ასეთი საჩუქარი გავუკეთო. მე მხოლოდ ჩემი გემოვნებით ვიცვამ, სხვას ვერ ვენდობი, მე და გოჩა სამოსს ხშირად ვცვლით.
ერთი და იგივე ქალი კი მოგვწონებია, თუმცა მაგის გამო კონფლიქტი არ გვქონია:) გოჩას ჰყავს გვერდით ადამიანი, ვისთანაც ბედნიერია და სამომავლო გეგმებიც აქვთ.
ახლა რას ელოდები?
ზაფხულში მრავალფეროვნებას:) მქონია პერიოდი, როცა რამდენიმე თვე ტაიმ-აუტი ამიღია და არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ვერასდროს ვერაფერს დაგეგმავ, რისი დროც მოდის, იმას ვაკეთებ. ის ვიცი, რომ თბილისში ვაპირებ გადასვლას და იქ კლუბის გაკეთება მინდა, აქ პერიოდულად მომიწევს ჩამოსვლა, დედა აქ იქნება.
რომანტიკული ხარ?
კი, ღამე ფეხით სიარული, სადაც არ უნდა ვიყო, ძალიან მიყვარს. მიყვარს სიურპრიზების მოწყობა, სხვის სახეზე ღიმილი ძალიან მსიამოვნებს.
კაზინოში დადიხარ ხშირად, როგორც ამბობენ…
კაზინოში არა, პოკერის თამაში მიყვარს, არასდროს მითამაშია-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ იმდენი ფული არ მაქვს, რომ იქ ვიარო, ეს ჩემი აზარტი არ არის.
გული გწყდება რამეზე?
კი, დროის მანქანა რომ არსებობდეს, ბევრ რამეს შევცვლიდი, დიდი სიამოვნებით, არა მარტო პირად ცხოვრებაში. თუნდაც იმას, რომ საზღვარგარეთ წასვლის რამდენიმე შანსი გავუშვი. ვფიქრობდი, რომ მაშინ ამის დრო არ იყო, რომ ჩემი წასვლით ოჯახს დისკომფორტი ექნებოდა, ახლა ამისთვის მზად ვარ, სიამოვნებით წავიდოდი. საზღვარგარეთ  ვაპირებ წასვლას.

გადაბეჭდვის წესი