სიახლეები

წინ, დამკვრელურად

30.05.2012 • • 1118
წინ, დამკვრელურად

მცირემიწიანობის პრობლემა აჭარაში

ავტორი: ირმა ზოიძე

აჭარაში მცირე მიწიანობასთან დაკავშირებული პრობლემა ხელისუფლებამ მარტივად გადაჭრა. იმის გამო, რომ საქართველოს დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავებით აქ პრივატიზაცია არ ჩატარებულა, მთავრობამ მიწები ჯერ დაირეგისტრირა, ახლა კი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად გაყიდოს. სპეციალისტების აზრით, ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ამ მიწით სარგებლობდნენ. ექსპერტები ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაციულ მდგომარეობაზე საუბრობენ.
„აჭარის საერთო ტერიტორია 290 ათასი ჰექტარია და აქედან მხოლოდ 72 ჰექტარი მოდის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, საიდანაც სახნავ-სათესი 10 ათას ჰექტარია. აჭარაში მიწათ მოსარგებლე 55 ათასზე მეტი კომლია. წარმოგიდგენიათ, ამ ორი ციფრის შეფარდება? – სახნავ-სათესი 10 ათასი ჰექტარი და 55 ათასი კომლი. თუ თითოეული კომლის უკან დავიწყებთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მცირე ნაკვეთებად დაშლას, გამოვა, რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვისაუბრებთ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდაზე“, – ამ კომენტარით გამოეხმაურა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დონარა სურმანიძე „ბათუმელებს“ ერთ-ერთ შეხვედრაზე.

რეგიონის ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო მიწებს აუქციონის წესით ასხვისებს. აუქციონი ისეთი პირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს, რომ მათი შესრულება გლეხებს ნაკლებად შეეძლება -მომავალმა მფლობელმა გარდა იმისა, რომ მიწა უნდა იყიდოს, სამეწარმეო საქმიანობა უნდა დაიწყოს და თან მცირე დროში.
აჭარის მთავრობის ინიციატივას, როგორც ჩანს, არ იცნობს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ მელიქიშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ მიწების განსხვისებისას უპირატესობა ადგილობრივ მოსახლეობას ენიჭება: „ვიღაც ამუშავებდა ამ მიწას, ვიღაც სარგებლობდა. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ისევ ის იყოს მფლობელი. თუ ვინმეს რაიმე დოკუმენტი აქვს, ჩვენი მიდგომაა, მიწა მათ მივაკუთვნოთ“.

მიწები აქამდე დროებით სარგებლობაში გაიცემოდა, თუმცა დღეს ეს ადგილობრივ ხელისუფლებას აღარ აინტერესებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ლევან ანთაძემ იცის მოგების ფორმულა: „90-იან წლებში მიწები მათ არენდით ჰქონდათ აღებული. შემდეგ არენდა გაუქმდა. ეს მიწები არ არის ამ ადამიანების საკუთრება. ეს სახელწიფოსია და ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ის დავანაწევროთ. როცა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ამ მეურნეობის გამსხვილება. ყველა ექსპერტი და არასამთავრობო იმას ამბობს, რომ უნდა მოხდეს მათი გამსხვილება. ჩვენ დავყოთ და მერე გავამსხვილოთ, არ მიმაჩნია სწორად. ძალიან კარგად ვიცი ეს სიტუაცია და არც ერთის კერძო საკუთრება იქ არ ჩამორთმეულა, უბრალოდ, მოხდა იმ მიწების აღწერა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო. გაჩუქებით ეხლა ვერავის ვერ ვაჩუქებთ ნამდვილად“.

საქართველოს სტრატეგიის კვლევის ცენტრის წევრი შოთა მურღულია ამბობს, რომ ამ ინიციატივით ხელისუფლება არღვევს სოციალური სამართლიანობის პრინციპს: „ყველა ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, მიწების შესყიდვის დროს უპირატესი უფლება ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას ყველა პირობის გარეშე, მთავარი იყო, მიწა დაემუშავებინათ. ჩემი აზრით, პირველადი განაწილება ამ მიწებისა უნდა განხორციელდეს გლეხებზე. ვინც არ ამუშავებს, ის გადასახადს ვერ გადაიხდის, ან გაყიდის ან გააქირავებს და ეს სწორია. გასაგებია მთავრობის პოზიცია, მას უფრო სწრაფად უნდა შედეგი, მაგრამ ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს“.

სოციალური სამართლიანობის კიდევ ერთ დარღვევად აფასებს ექსპერტი იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავებით, აჭარაში მიწას ხალხს არ აძლევენ: „თუ ყველგან გაიცა მიწები გლეხებზე, აჭარამ რა დააშავა? სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპი ირღვევა. თუ დოვლათი უნდათ, გლეხებს უნდა დაეხმარონ, რომ თავად გააკეთონ ყველაფერი. სადაც უკვე გაცემულია მიწები, იქ თავიდან მცირე ნაკვეთები იყო, მაგრამ მალევე გამსხვილდა – ან გაქირავდა ან გაიყიდა. თუ მიწაზე მოთხოვნა დიდია, ვის ხელშიც არ უნდა იყოს ის, მაინც იმათ ხელში გადავა, ვისაც მეტად უღირს. ქონების გადასახადს და მიწის გადასახადს დიდი ფისკალური ეფექტი არ აქვს. ის იმიტომაც შეიქმნა, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, სჭირდებათ თუ არა მათ ეს მიწა“.

გადაბეჭდვის წესი