როგორ სწავლობენ მომავალი ექიმები
ავტორი:ლელა დუმბაძე
ბევრი თეორია და ნაკლები პრაქტიკა – ეს არის ის, რაშიც მედიცინის სფეროს სტუდენტები 2500 ლარს ბათუმის უნივერსიტეტში იხდიან. სტუდენტები ექვსი წლის განმავლობაში, ძირითადად, მაყურებლის როლში არიან. აქტიური პრაქტიკა, რომელიც სწავლის მესამე საფეხურზე ანუ რეზიდენტურაში იწყება, ბათუმის უნივერსიტეტს არ აქვს.
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის, ჯანდაცვის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტები, ორთოპედიაში პრაქტიკულ გაკვეთილს აბარებენ. მასწავლებელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი გიორგი ჟღენტია. სტუდენტებმა დღეს რენტგენის ფოტოების სწორად წაკითხვა უნდა შეძლონ. 10-წუთიანი ინტერვალის შემდეგ პედაგოგი ამბობს: „აბა ვინ რას იტყვის?“… „მასწ, აქ ძვლის ორმაგი ამოვარდნილობაა“, „აქ მასწ, შემცირებულია ძვლოვანი ქსოვილი…“
სტუდენტებს ფოტოების გარჩევა მზის შუქზე უწევთ, რადგან დენის წყარო გაფუჭებულია და ტექნიკას ვერ იყენებენ. სტუდენტების მიერ დასმული დიაგნოზებით ექიმი უკმაყოფილოა. მიუხედავად იმისა, რომ რენტგენოლოგია და ფოტოების გაშიფვრა ერთი წლის წინათაც ისწავლეს, მეოთხეკურსელებს დავალების შესრულება მაინც უჭირთ.
„ავიწყდებათ, რადგან ხშირი შეხება არ აქვთ“, – ამბობს გიორგი ჟღენტი. საბოლოოდ, მასწავლებელმა სტუდენტების ცოდნა ასე შეაფასა: „ორი ორიანი, ორი ოთხიანი და დანარჩენი – სამები“.
დღევანდელი მედიცინის მთავარი პრობლემა სწორი დიაგნოსტიკაა. სწორედ ამ მიზეზს ასახელებენ ყველაზე ხშირად უკმაყოფილო პაციენტები, როცა ექიმის დაბალკვალიფიციურობის გამო ჩივიან.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ, ასე რომ ყველაფერი წინაა“, – იმედს გამოთქვამენ მეოთხეკურსელები. გიორგი ჟღენტი კი ამბობს: „სიმკაცრის გარეშე სტუდენტი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს“.
რას აძლევს უნივერსიტეტში გატარებული ექვსი წელი მომავალ ექიმებს, ვისზეც ადამიანის სიცოცხლე იქნება შემდეგში დამოკიდებული, რისი სწავლის საშუალება ეძლევათ და რისი – არა; ადეკვატურია თუ არა გადასახადი, რომელსაც ისინი ექიმის პროფესიის დასაუფლებლად იხდიან?
განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტი უნივერსიტეტში რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება არის ჯანდაცვა. ამ ფაკულტეტზე სწავლა 2550 ლარი ღირს. ექვსწლიანი სწავლის შემდეგ სტუდენტი დიპლომირებული მედიკოსი ხდება. პრაქტიკოს ექიმად მუშაობის უფლება სტუდენტს მას შემდეგ ეძლევა, რაც ის სამწლიან რეზიდენტურას გაივლის და საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებს. სხვა შემთხვევაში კურსდამთავრებულს მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმების უფლება აქვს, ოღონდ არა – პრაქტიკოს ექიმად.
რუსთაველის უნივერსიტეტში რეზიდენტურა არ ფუნქციონირებს და სწავლის გაგრძელების მსურველები თბილისში, უკეთეს შემთხვევაში კი უცხოეთში მიდიან, რაც ბევრ თანხასთან არის დაკავშირებული. „სწავლა ორი წლის წინ დავამთავრე. ენდოკრინოლოგიის მიმართულებით რეზიდენტურა ბათუმში არ არის, ამიტომ თბილისში ვაპირებ წასვლას“, – ამბობს ნონა ინაიშვილი.
როგორც განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი მარინე ქორიძე ამბობს, ბათუმის უნივერსიტეტს რეზიდენტურა სამედიცინო მიმართულებით მხოლოდ ორ სპეციალობაში – რენტგენოლოგიასა და დერმატო-ვენეროლოგიაში აქვს: „ერთადერთი კლინიკა, რომელიც რეზიდენტურისთვის საჭირო ნორმებს აკმაყოფილებს, ბათუმში „მედინაა“. მის ბაზაზე ვაპირებთ კიდევ ერთი მიმართულების გახსნას. სპეციალობა, ჯერჯერობით, დასაზუსტებელია“.
სტუდენტები სწავლის პერიოდში პრაქტიკას ნაკლებად გადიან, თუმცა მაინც კმაყოფილები არიან.~
„პრაქტიკული გაკვეთილები ჰქვია, მაგრამ რეალურად ეს უფრო თეორიაა, გაძლიერებული ლექციის სახით. სტუდენტი არ არის ჩართული მანიპულაციებში, უბრალოდ, შორიდან დამკვირვებლის როლში ვართ“, – ამბობს მანანა ამაღლობელი. ის ახლა რეზიდენტურაში სწავლობს და მისი თქმით, სწავლების ამ საფეხურზე პრაქტიკული მეცადინეობა გაცილებით მეტია.
„ზოგიერთი სანიტრად ვმუშაობთ, ზოგიერთიც ექიმს ეხმარება ოპერაციების დროს. თუ სურვილი გაქვს, ყველაფერს ისწავლი“, – ამბობენ მეექვსეკურსელები.
გიორგი ჟღენტის თქმით კი, სტუდენტს პრაქტიკულ გაკვეთილებზე სამედიცინო მანიპულაციებში მონაწილეობა კანონით ეკრძალება: „საოპერაციოში ვერ შევლენ, მაგრამ შეუძლიათ ექთნის საქმე შეასრულონ. ქართული კანონმდებლობით საოპერაციოში შესვლა სტუდენტს კი არა, რეზიდენტურაში ვინც სწავლობს, იმათაც კი არ შეუძლიათ, თუმცა ზოგჯერ შეგვყავს“.
სტუდენტს მხოლოდ რეანიმაციის გარე მონიტორზე დაკვირვების უფლება აქვს, ესეც იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკა, სადაც ის პრაქტიკულ გაკვეთილებს გადის, თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. „წიგნების პრობლემაცაა. ადრე ყველაფერი რუსულ ენაზე გამოდიოდა, ახლანდელმა სტუდენტებმა კი არც რუსული იციან და არც ინგლისური იმ დონეზე, რომ ისწავლონ“, – ამბობს გიორგი ჟღენტი.
ექიმ-პედაგოგის თქმით, სტუდენტები ისე ამთავრებენ უნივერსიტეტს, გვამიც კი არ უნახავთ: „არადა, სტუდენტს უნდა ჰქონდეს ამაზე ტესტი გავლილი. პირველად პროზექტურაში რომ შეიყვანეს ჩემი კურსი, ნახევარი გულწასული გამოიყვანეს. რამდენიმემ საერთოდ უარი თქვა მედიცინაზე. მსგავსი რამ ამ სტუდენტებსაც რომ არ დაემართოთ, ამის გამოცდილება უნდა მიიღონ. ექვსი წლის მერე ხომ არ უნდა გაიგო, ხარ თუ არა ექიმობისთვის მზად“.
რაც შეეხება სწავლის გადასახადის ადეკვატურობას მიღებულ ცოდნასთან, მარინე ქორიძის აზრით, დღეს უნივერსიტეტი გაცილებით მეტს გასცემს, ვიდრე სტუდენტი იხდის: „უფულო ადამიანი ექიმის პროფესიას არ ირჩევს. მედიცინის სწავლა ყველგან ძვირი ღირს. რაც შეეხება პროფესიონალიზმს, ამის დეფიციტი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, პაციენტები ითხოვენ მეტს“.
ასისტენტ პროფესორის სოფიო ბერიძის აზრით, პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფოსთვის სამედიცინო სფერო არ არის პრიორიტეტული: „პრეტენზიებიც ამიტომ არსებობს. სანამ სახელმწიფო დონეზე არ მოგვარდება პრობლემა, თუნდაც პრევენციის საკითხი, უკმაყოფილო პაციენტი ყოველთვის იქნება“.