რეკლამა,სიახლეები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში

05.11.2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში

თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ახალ თაობაზე ზრუნვა და მათი განვითარების ხელშეწყობაა. მოსწავლის ბარათი კი, ამ მიზნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მრავალფეროვანი შეთავაზებებით, მოსწავლეებს თუ მათ მშობლებს ყოველდღიურობას უმარტივებს.

წიგნები, საკანცელარიო ნივთები, კვება, გართობა- ყველაფერი ის, რაც სკოლის მოსწავლეებს სჭირდებათ, ახლა მოსწავლის ბარათის მიმდინარე შეთავაზებებშია თავმოყრილი.

  • კვება

31 დეკემბრის ჩათვლით, მოსწავლის ბარათის მფლობელები Wendy’s-ის, Subway-ის და Dunkin-ის ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის 20%-ს (თვეში ჯამში მაქსიმუმ 30 ლარს, სამივე ობიექტში ერთად) მომენტალურად დაიბრუნებენ.

შეთავაზების დეტალური პირობებს სანახავად გადადით ბმულზე.

  • გართობა

ასევე, მოსწავლის ბარათით გადახდისას, ყოველდღე, 20% ქეშბექს დაიბრუნებთ (თვეში მაქსიმუმ 30 ლარს, სამივე ობიექტში ერთად) კავეას და ამირანის კინოთეატრებში, Cavea.ge-ზე ან Kinoafisha.ge-ზე ბილეთების შეძენისას.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია, გადაიხადოთ თიბისის პოს-ტერმინალზე ან თიბისის საგადახდო არხით. შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay/ Google Pay გადახდებზე.

შეთავაზების დეტალური პირობებს სანახავად გადადით ბმულზე.

  • საკანცელარიო

მოსწავლის ბარათით თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას, 20% ქეშბექს ყოველდღე დაიბრუნებთ (ოთხივე ობიექტში ერთად, თვეში ჯამში მაქსიმუმ 30 ლარი): ბიბლუსის, სულაკაურის გამომცემლობის, მინისოს და ორგსერვისის ფიზიკურ ობიექტებშიც. შეთავაზების დეტალური პირობებს სანახავად გადადით ბმულზე.

მშობელს მოსწავლისთვის ბარათის აღება შეუძლია, tbc.ge-ზე ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში.  თიბისის მობაილბანკი უკვე მოსწავლეებისთვისაცაა, ამიტომ ბარათის აღების შემდეგ, თქვენი საყვარელი ობიექტების შეთავაზებები, სწორედ აქ უნდა დაათვალიეროთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: