სიახლეები

სასჯელი სასტიკი მკვლელობისთვის

30.05.2012
სასჯელი სასტიკი მკვლელობისთვის

2011 წლის 3 დეკემბერს ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. მოქალაქე X-მა მეორე დღესვე დანაშაული აღიარა. იგი ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა მოკლულ 46 წლის Y-თან. მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა ქალი, რომლის არასასურველ ორსულობას მხარეები დანაშაულის ჩადენის მიზეზად ასახელებენ და რომელიც დაზარალებულისა და მკვლელის ოჯახის წევრია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მკვლელობაში ეჭვმიტანლი X წელს, 20 მარტს გაასამართლა. ეჭვმიტანილმა, რომელმაც დანაშაული აღიარა, სასამართლოს უთხრა, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, მაგრამ ამ დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენისა და მრავლობითი ჭრილობის მიყენებით, მას გარდაცვილისთვის განსაკუთრებული ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვა არ ჰქონია.
სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განსასჯელი X დეტალურად მოყვა, მოქნეული ცული როგორ ჩაარტყა Y-ს თხემის არეში, შემდეგ შუბლის არეში. ბოლოს ხანჯალი გამოუსვა, რის შემდეგაც მომაკვდავი ხმადაბლა ძახილით უხმობდა მშველელს. X-მა ხანჯალი მომაკვდავს რამდენჯერმე მუცლის არეშიც ჩაარტყა.
სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ მკვლელობა ა.ჩ.-მ ჩაიდინა განზრახ და განსაკუთრებული სისასტიკით. განსასჯელს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა არასასურველი ორსულობის შედეგად გაჩენილი ახალშობილიც.

„გაზეთი ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.