სიახლეები

სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა

30.05.2012 • • 1155
სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა

სასამართლოს გამჭვირვალობა იყო დისკუსიის თემა, რომელიც 12 ნოემბერს „პრეს-კაფეში“ გაიმართა. დისკუსიის მონაწილეების აზრით, ეს საკითხი აწუხებს არა მარტო იურისტებსა და ადვოკატებს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვისაც სჭირდება ინფორმაცია ქვეყანაში და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე. მომხსენებლები: საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის იურისტები – თამარ კორძაია და გია ქარცივაძე.

„ჩვენ გვახსოვს, რა აჟიოტაჟი გამოიწვია სანდრო გირგვლიანის სასამართლომ, როცა ადამიანებს საშუალება ჰქონდათ პირდაპირ ეთერში ენახათ სასამართლო პროცესი. ენახათ ის, როგორ იქცეოდა სასამართლო ხელისუფლება ან ბრალდების მხარე. სწორედ ამ პროცესის შემდეგ მიიღო ხელისუფლებამ კანონი, რის შემდეგაც აიკრძალა პროცესების ვიდეოგადაღება და ტრანსლირება“, – ამბობს დისკუსიის მოდერატორი, ასლან ჭანიძე. მისი აზრით, ხშირად მოსამართლეები თვითნებურად აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს: „კანონში არსად წერია, რომ სასამართლო დარბაზში არ შეიძლება ქუდით შესვლა, მაგრამ მოსამართლე გთხოვს ქუდი მოიხადო. ალბათ ფიქრობს, რომ შეიძლება გადამღები გქონდეს დამონტაჟებული. გადაღების აკრძალვამ გამოიწვია ის, რომ საზოგადოება დარჩა ინფორმაციის გარეშე, მხოლოდ ადვოკატების მიერ გაკეთებული კომენტარების იმედად. კარგია, რომ ჟურნალისტები ხელით იწერენ პროცესს, მაგრამ ეს ჩანაწერი მაინც ვერ იქნება სრულყოფილი“. ასლან ჭანიძის თქმით, დღეს სასამართლო არ ივალდებულებს თავს, გასცეს საჯარო ინფორმაცია იმ მოტივით, რომ მას არ ჰყავს ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
თამარ კორძაია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცია: „გირგვლიანის საქმეზე ევროპის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ გასაოცარია, შს სამინისტრო, პროკურატურა, სააღსრულებო სამსახური, სასამართლო და საქართველოს პრეზიდენტიც კი, როგორ ერთობლივად მუშაობდნენ იმაზე, რომ არ დამდგარიყო ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება. ფაქტობრივად, ევროპის სასამართლომ თქვა: სახელისუფლებო სტრუქტურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გამოძიება არ ჩატარებულიყო ობიექტურად და არ დამდგარიყო სათანადო განაჩენი. ამაში კი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა სასამართლოს“.
თამარ კორძაიას თქმით, საიამ შეიმუშავა ინიციატივა, რომლითაც მოითხოვენ სასამართლო გახდეს მეტად გამჭვირვალე: „მართალია, ხელისუფლება მოდის ამ მოლაპარაკებაზე, მაგრამ ძალიან მძიმედ მიმდინარეობს პროცესი“.
თამარ კორძაიას აზრით, სასამართლო პროცესის გადაღებას დღეს არსებული კანონი არ ზღუდავს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე გასცემს ნებართვას სასამართლოს მიერ აღიარებულ უფლებამოსილ პირზე: „თუმცა, კანონში დაკონკრეტებული არ არის, ვინ არის ეს უფლებამოსილი პირი. გაზეთმა „ბათუმელებმა“ დააყენა შუამდგომლობა, რომ ეს პირი შეიძლებოდა ვყოფილიყავი მე, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა“.
თამარ კორძაიას აზრით, როცა მედია ან იურისტები მოითხოვენ აუდიოჩაწერას და მოსამართლე ამბობს უარს, ის ვალდებულია, მიუთითოს არგუმენტები, „თუმცა მოსამართლე აქეთ მოითხოვს არგუმენტებს, თუ რატომ უნდა ჩავიწეროთ, რაც არ არის კანონით განსაზღვრული. უფრო მეტიც, ორი კვირის წინ დამირეკა ზუგდიდელმა ჟურნალისტმა და მითხრა, რომ მოსამართლემ მას აუკრძალა ხელით ჩაეწერა სასამართლო პროცესი, რაც კანონით ნებადართულია. მოსამართლეს აბსურდული არგუმენტები ჰქონდა. ჩვენ შევხვდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სადაც აღიარეს, რომ ზოგიერთი მოსამართლე არასწორად განმარტავს კანონს“.
სასამართლო ამბობს, რომ მისი პირველადი ფუნქცია მართლმსაჯულების აღსრულებაა და ინფორმაციის თავისუფლება ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჟურნალისტების მიმართ გაგზავნილ წერილებში სასამართლოები ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზად, ადამიანური რესურსების ნაკლებობას ასახელებენ. „არ გვყავს პირი, ვინც დაამუშავებს ინფორმაციას და გასცემსო. ამიტომაც არის ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვანი. გირგვლიანის საქმემაც გვაჩვენა, რომ გამოძიების შედეგად შეიძლება ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგეს. ვცდილობთ დავასაბუთოთ, რატომ არის გამჭვირვალობა აუცილებელი“, – ამბობს თამარ კორძაია. მისი თქმით, ხელისუფლებასაც აქვს შემდეგი არგუმენტები: მედია არის ორიენტირებული სკანდალზე; ან შეიძლება კამერებმა მოწმეებზე მოახდინოს გავლენა. თამარ კორძაია ამბობს, რომ ეს არ არის მყარი არგუმენტი. „გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ერთი კამერითაც არის შესაძლებელი, მთავარია, იყოს ნება. თუმცა, არის ისეთი საკითხები, მაგალითად, არასრულწლოვანთა საქმეები, რომელიც შეიძლება დაიხუროს“.
გია ქარცივაძე, იურისტი: „ჩვენი პოზიციაა, რომ ცვლილება შევიდეს საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლში, რომლითაც პირდაპირ იკრძალება ვიდეო, აუდიოგადაღება და ტრანსლაცია. მეორე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განსაზღვროს წესი, თუ როგორ უნდა წარიმართოს ვიდეოგადაღება ან ჩაწერა. ვიდეოგადაღებას დღესაც აწარმოებს სასამართლო, მაგრამ ის არ არის ღია საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, მედია, რომელსაც ექნება პროცესის ჩაწერის უფლება, ვალდებული იქნება, ჩანაწერი დაუყოვნებლივ მიაწოდოს სხვა მედიასაშუალებებს. ეს ვალდებულება კი უნდა განსაზღვროს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ“.
თამარ კორძაია: „გვინდა, მინიმუმ ორი კამერა იქნას დაშვებული და ჩანაწერის ასლი დარჩეს სასამართლოში, როგორც საჯარო ინფორმაცია. ეს მექანიზმი იქნება ეფექტიანი“.
დისკუსია შეეხო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის თემასაც: „როცა ვსაუბრობთ გადაღებების აუცილებლობაზე, არ ვარგა ხისტი მიდგომა, რადგან ამ ადამიანების უსაფრთხოებაც უნდა იყოს დაცული“.
გია ქარცივაძის აზრით, სასამართლო პროცესების ღიაობა, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის წესის დაცვით შეიძლება გადაწყდეს: „თუ საჯარო ინტერესი აღემატება კერძო ინტერესებს, მაგალითად, 26 მაისის თემა, ასეთი პროცესი უნდა იყოს ღია“.
თამარ კორძაიას აზრით, დღეს არ არსებობს გასაჩივრების მექანიზმებიც, ამიტომ უნდა განისაზღვროს კანონით, ვინ შეიძლება აგოს პასუხი ინფორმაციის გაუცემლობაზე: „პრინციპის დამკვიდრება, რომ ყველაფერი დახურულია, საბჭოთა დამოკიდებულებაა, მაშინ როცა ევროპა ამბობს, რომ ყველაფერი ღიაა“.
ავთო ბერიძე: „ადვოკატი რომ ადვოკატს გადაელაპარაკება, მოსამართლე შენიშვნას აძლევს, თვითონ კი მობილურზე საუბრობს. ამაზე მეტი დარღვევა რაღა გინდათ“.
ირაკლი შავაძე, ადვოკატი: „მივესალმებით ინიციატივას სასამართლო პროცესების გადაღებასთან დაკავშირებით. რადგან სასამართლოს სხდომის ოქმს დროულად ვერ მაძლევენ, მაშინ როცა გასაჩივრების ვადები შეზღუდული გვაქვს. გადაღება იმიტომ არ აწყობთ, რომ შემდეგ შეალამაზონ ოქმები“.
მარინა კუპრეიშვილი: „სასამართლო თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული და თვითონ უნდა უზრუნველყოს დაარქივება“.
შოთ თოდაძე: „ისიც შესაძლებელია ონლაინრეჟიმით რომ მოხდეს სასამართლო პროცესების გასაჯაროება. ნდობის ხარისხით მეტი იქნება საზოგადოების მხრიდან“.
ზაზა ჩავლეიშვილი: „გირგვლიანის საქმე ნაფიც მსაჯულებს რომ განეხილათ, არა მგონია მერაბიშვილს დაერეკა და გავლენა მოეხდინა მათზე. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ სასამართლოს ნება იყოს, აღსრულდეს სამართლიანი მართლმსაჯულება“.
ასლან ლორქიფანიძის აზრით „მნიშვნელოვანია ადვოკატების კვალიფიკაცია, რადგან მოსამართლეები და პროკურორები ბევრ მათგანზე ათი თავით ზემოთ დგანან“.
ეთერ თურაძე, „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი: „ჩვენი სისუსტის მაჩვენებელია ის, რომ მობილიზებული არ არის საზოგადოება. ადვოკატებმაც და ჟურნალისტებმაც უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ შედეგის მისაღწევად. ხელისუფლების ინტერესებში შედის მოუსმინოს უმრავლესობას, ამიტომ ვაქციოთ ეს საკითხი უმრავლესობის მსჯელობის საგნად“.

მოამზადა ლელა დუმბაძემ

გადაბეჭდვის წესი