სიახლეები

საპაექრო სიტყვა

30.05.2012 • • 2305
საპაექრო სიტყვა

ბათუმის ყოფილმა არქიტექტორმა, დავით ზოიძემ 9 ნოემბერს მოსამართლეს განუცხადა, რომ 2011 წლის მაისში ბათუმის ბულვარში ხეები არ გაუჩეხიათ. ეს კადრები კი 2011 წლის მაისშია გადაღებული

დღეს, 10 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა პროცესი, რომელიც ბათუმის ბულვარში წარმოებული მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოიწყეს. არასამთავრობო ორგანიზეციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უჩივიან. მოსამართლე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 25 ნოემბერს გამოიტანს, მანამდე კი გთავაზობთ საპაექრო სიტყვას, რომელიც არასამთავრობოების სახელით ლადო მგალობლიშვილმა გააცნო სასამართლოს:

ოპასუხემ, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, განუხილველად დატოვა 2011 წლის 9 ივნისს შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრი, რომლითაც ვითხოვდით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2011 წლის 26 აპრილის #9 ბრძანებისა და სანებართვო მოწმობის ბათილობას. მიზეზად მოყვანილი იყო ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ გაშვებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის ერთვიანი ვადა. თუმცა სასამართლოში მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 2011 წლის 26 აპრილის # 9 ბრძანების და სანებართვო მოწმობის შესახებ გამოქვეყნებული იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი ტელეარხ 25-ის ვებ გვერდიდან (www.tv25.ge ), სადაც სატელევიზიო სიუჟეტში სააგენტოს დირექტორმა ზეპირად გაავრცელა ინფორმაცია ნებართვის გაცემის შესახებ. წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნების წესს.
56. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების წესი

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, ან გამოცხადდეს საჯაროდ.

3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წინასწარ განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან საჯაროდ გამოცხადების
აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის # 121 ბრძანებით უარი გვეთქვა ადმინისტარაციული საჩივრის განხილვაზე, ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 182. პირველი ნაწილის ,,ზ’’ პუნქტის საფუძველზე. 182-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად:. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის განმავლობაში. სამინისტრო ვალდებული იყო ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების გადაწყვეტილების გამოტანამდე მოეცა ჩვენთვის შესაძლებლობა, დაგვეფიქსირებინა მოსაზრება ვადის გაშვებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად:
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

რადგანაც აჭარის განათლების კლუტურისა და სპორტის მინისტრის #121 ბრძანება, მიღებული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილ წესის დარღვევით, ვითხოვთ აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობას.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 26 აპრილის # 9 ბრძანებით გაიცა ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.
აღნიშნული ბრძანების გაცემის დროს სააგენტოს მიერ არ მომხდარა შემდეგი საკითხების გამოკვლევა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლზე ანუ ბათუმის ბულვარში 176 მეტრის ბიზნეს ცენტრის მშენებლობის ნებართვის გაცემა ჩაითვლებოდა თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოდ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ტიპები და სახეებს.

2. უძრავ ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახის
სამუშაოები:
ა) დაზვერვა;
ბ) გაწმენდა;
გ) კონსერვაცია;
დ) რესტავრაცია;
ე) რეკონსტრუქცია;
ვ) ადაპტაცია
ხოლო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მშენებლობის განხორციელება ვერ ჩაითვლება კანონმდებლობით დაშვებულ რომელიმე სარეაბილიტაციო სამუშაოდ. სარეაბილიტაციო სამუშაოს მიზანი არის ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესება და არა გაუარესება. ისტორიული ბაღი, ბათუმის ბულვარი არის არქიტექტურული კომპოზიცია, რომელიც მოიცავს მის მცენარეულობას, თავისი სახეობით, პროპორციებით, ფერთა შეხამებით, მათ შორის მანძილებით და განსაზვრული სიმაღლითა და მისი სტრუქტურულ დეკორატიული თვისებებით, ხოლო, როდესაც ხდება ხეების ამოძირკვა და სხვა ადგილზე გადატანა, მინდორის გადახვნა, მწვანე ნარგავების განადგურება და მათ ადგილზე ჩაისხმება 176 მეტრიანი შენობის ფუნდამენტი, ეს ნიშნავს არა ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ ძეგლის განადგურებას.

სასამართლო პროცესებზე, მოწმის სახით გამოძახებულები იყვნენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, კულტურული მეკვიდრეობის საბჭოს წევრები, ხელოვნებათმცოდნე თეა ვადაჭკორია და არქიტექტორი დავით ზოიძე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღნიშნული ობიექტის მშენებლობას.

თეა ვადაჭკორიას მიერ პროცესზე ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, თუ კონკრეტულად ბიზნეს ცენტრის მშენებლობით, როგორ უმჯობესდებოდა კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ბულვარის მდგომარეობა. ის ზოგადად მიუთითებდა, რომ ბიზნეს ცენტრი, მოუხდებოდა ბათუმის ბულვარს. აგრეთე ხელოვნებათმცოდნე მიუთითებდა, რომ ძეგლზე მშენებლობა ნიშნავდა ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოს.

რაც შეეხება მოწმის სახით გამოცხადებულმა დავით ზოიძემ, რომელიც იმ დროისათვის იყო ბათუმის მერიის მთავარი არქიტექტორი, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე უპასუხა შემდეგი. კითხვაზე: უძრავ ძეგლზე რეაბილიტაციის მიზნით კანონდებლობით დაშვებულია შემდეგი სახის სამუშაოები: ა) დაზვერვა; ბ) გაწმენდა; გ) კონსერვაცია; დ) რესტავრაცია; ე) რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია და აქედან, მან რომელს დაუჭირა მხარი, პასუხი იყო – ადაპტაცია, თუმცა არ განუმარტავს რა გულისხმობდა ტერმინ ადაპტაციაში.
საქართველოს კანონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შესახებ თანახმად ტერმინი ძეგლის ადაპტაცია – ნიშნავს ძეგლში მისი რეაბილიტაციის, ასევე ფუნქციის დასაშვები ცვლილების ინტერესით განპირობებული იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლებიც არ იწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას და გამართლებულია მეთოდოლოგიურად; ხოლო, ამ შემთხვევაში ასწლოვანი ხეებისა და მწვანე ნარგავების ამოძირკვა, შემდეგ იქ 176 მეტრიანი შენობის ფუნდამენტის გათხრა და ახალი შენობის, ბიზნეს ცენტრის აგება, მთლიანად ცვლის ძეგლის მხატვრულ- ესთეტიკურ მხარეს, ცვლის ძეგლის ფუნქციურ დანიშნულებას, კერძოდ ძეგლის ტერიტორია საზოგადოებრივი სივრციდან გარდაიქმნება კერძო სივრცედ და ბუნებრივია აღნიშნული მშენებლობა ვერ ჩაითვლება ძეგლის ადაპტაციად.

ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, მშენებლობის ტერიტორია მდებარეობდა თუ არა რეკრეაციულ ზონაში და შეიძლებოდა თუ არა რეკრეაციულ ზონაში კონკრეტულად ბიზნეს ცენტრის აგება, მოწმემ გვიპასუხა, რომ აღნიშნული მშენებლობა არ მიმდინარეობდა რეკრეაციული დაცვის ზონაში და კანონმდებლობის თანახმად იქ დასაშვები იყო ბიზნეს ცენტრის მშენებლობა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება N 1–1/1254 2008 წლის 8 ივლისი მე 12 -ე მუხლის თანახმად
სარეკრეაციო ზონა’ (რზ’) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია სარეკრეაციო ზონის (რზ)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 18 აპრილის, №02/132 ბრძანებით დადგინდა თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში ასახული ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) და დაუშვებელი (აკრძალული)სახეობების ჩამონათვალი (რეგლამენტი)

რეგლამენტის მე 7 პუნქტი აწესებს სარეკრეაციო ზონაში ’ (რზ’) უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობებს ესენია:
• პარკები;
• ბაღები;
• სკვერები;
• ბულვარები;
• დეკორატიული გაფორმების ობიექტები;
• მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები, კიოსკები, შადრევნები, დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა);
• სპორტული მოედნები;
• პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები;
• სავაჭრო პავილიონები;
• ატრაქციონები;
• საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, პირსები, ელინგები);
• საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;
• საზოგადოებრივი ტუალეტები;
• სამაყურებლო ობიექტები (ესტრადები, ამფითეატრები, საგამოფენო დარბაზები, კინოთეატრები);
• სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობები (სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები);
• სათამაშო ავტომატების დარბაზები, საბილიარდოები და ა.შ.;
• ზოოპარკები;
• კაფეები, რესტორნები;
• სასტუმროები;
• საეკლესიო ობიექტები;
• სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზირებული დაწესებულებები;
• ადმინისტრაციის შენობები.

დასაშვებ სახეობებში არ შედის სარეკრეაციო ზონაში ბიზნეს ცენტრი არსებობის შესაძლებლობა. საჯარო სამართალში არ მოქმედებს პრინციპი, რაც აკრძალული არ არის დასაშვებია, საჯარო სამართალში ნებისმიერა ქმედება უნდა განხორციელდეს მკაცრად გაწერილი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ისე გასცა ძეგლზე რეაბილიტაციის სანებართვო მოწმობა, რომ არ მომხდარა, ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინება, რამდენად უშვებს კულტურული მეკვიდრეობის არსებული კანონმდებლობა ძეგლზე რეაბილიტაციის მიზნით ახალი მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, აღნიშნული მშენებლობით უმჯობესებდა თუ არა ძეგლის მდგომარეობა, რამდენად დასაშვები იყო კანონმდებლობით სარეკრეაციო ზონაში ბიზნეს ცენტრის აშენება და აღნიშნული საკითხების სრულფასოვანი გამოკვლევის გარეშე, მის მიერ გაცემული იქნა 2011 წლის 26 აპრილს # 9 ბრძანება და სანებართვო მოწმობა. აგრეთვე, ბრძანებაში არ იყო შესაბამისი დასაბუთება იმისა, თუ როგორ უმჯობესდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობა.

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისასგამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.
1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.
აქედან გამომდინარე, ვითხოვთ ბათილად იქნას ცნობილი აჭარის კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 26 აპრილის #9 ბრძანება (02-04/9 სანებართვო მოწმობა) ძალაში შესვლის დღიდან.

მოსარჩელეები: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი
სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათის
აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირი
საერთაშორისო განათლების ცენტრის ბათუმის ფილიალი
სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრი
ფლორა და ფაუნა

10. ნოემბერი .2011 წ

ბათუმის ბულვარში ხემცენარეები იმისთვის განადგურდა, რომ კერძო კომპანიამ 175 მეტრი სიმაღლის შენობა უნდა ააშენოს

გადაბეჭდვის წესი