სიახლეები

სამოქალაქო ინიციატივა – გავაუქმოთ მოსამართლის ინსტიტუტი

30.05.2012 • • 1128
სამოქალაქო ინიციატივა – გავაუქმოთ მოსამართლის ინსტიტუტი

ნათია როყვა
„25-ე არხი“, გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერი

„ვინ მოგიწვია, რომ მოხვედი“, „ჟურნალისტები რომ არსებობდნენ ამ ქვეყანაში, ამდენი უდანაშაულო ადამიანი არ იქნებოდა ციხეებში“, – ეს რეპლიკები მე მეკუთვნოდა. ერთ-ერთი განსასჯელის ოჯახის წევრი, უფრო ზუსტად, პატიმრის ნათესავი, მანდატურებს სთხოვდა, რომ მე სასამართლო პროცესის გასაშუქებლად დარბაზში არ შევეშვი. საუბარია „ენვერის გმირებზე“.
პირველად ვიგრძენი აგრესია მოქალაქეებისგან. ვუსმენდი, როგორ გაჰკიოდნენ სასამართლო დარბაზის ჰოლში, რომ იქაურობა დამეტოვებინა. ზოგიერთიც კატეგორიულად ითხოვდა ჩემს დარჩენას“, _ „გააშუქეთ, გთხოვთ“. როცა ხმის ამოღება ვცადე, მივხდი, რომ მათ კიდევ უფრო ვაღიზიანებდი. ამიტომ დავდუმდი.
სულ 9 პატიმრის საქმეზე მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილს განაჩენი უნდა გამოეცხადებინა. ამ სასამართლო პროცესზე პირველად შეგვეძლო დასწრება ჟურნალისტებსა და განსასჯელების ოჯახის წევრებს. საქმეს გრიფი – „საიდუმლო“ ადევს და ამის გამო პროცესი დახურული იყო, განაჩენის გამოცხადებამდე.
9 თვის წინ ბიზნესმენები – არმენ გეორქიანი და რუბენ შიკოიანი დააპატიმრეს. მათთან ერთად დააკავეს გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე, დათო მესხიძე და ტარიელ აბაშიძე – ოთხივე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. ოთხივე პილოტი „მამაცობისთვის“ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დააჯილდოვა კიდეც… მათთან ერთად არიან ედუარდ აბდულაევი და იური სკლინიკოვი.
„ენვერის გმირები“, შსს გამომძიებლებთან ერთად, დამნაშავედ მაშინ ცნეს ნაციონალური ტელევიზიების ჟურნალისტებმა, როცა სიუჟეტებში ამბობდნენ, რომ `დაკავებულები თანამშრომლობდნენ უცხოეთის სპეცსამსახურებთან“… ჩემს კოლეგებთან დღემდე მაქვს კითხვები, რატომ არ ინტერესდებიან ამ საქმის სასამართლო გამოძიებით, რატომ ერთხელ მაინც არ გააშუქეს ადვოკატების პოზიცია, რატომ არ ჩაწერეს დაკავების პროცესის თვითმხილველები?
ამ საქმის სასამართლო გამოძიებით ან განაჩენით არ დაინტერესებულა ის მედია, რომელმაც ექსკლუზიურად მოიპოვა დაკავების კადრები. უფრო მეტიც, მაშინ როცა ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, იქვე იდგა და სტენდაფს წერდა…
აი, ამიტომ გავუგე პატიმრების ნათესავებს, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. ძნელია, ყველას დააჯერო, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი ასრულებს ხელისუფალის დაკვეთას, ზოგიერთი ცდილობს, იყოს ობიექტური, ზოგიერთი ჟურნალისტი საჯარო მოხელეა, ზოგიერთმა არ იცის, ვინ უხდის ხელფასს. საბოლოო ჯამში კი ყველას ერთად გვქვია ჟურნალისტები.
და პასუხისმგებლობასაც ყველა ერთნაირად ვინაწილებთ.
სასამართლომ გელა კაკაბაძეს 13 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გალოგრეს და სკლირნიკოვს 14-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დანაჩენ 6 ადამიანს ჯაშუშობის ბრალდებით 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში?
სასამართლო დარბაზში მანდატურების დახმარებით შევედი. მათვე გადაწყვიტეს, რომ თითო პატიმრის 5-5 ნათესავი შეეშვათ სხდომაზე, განაჩენი ცხადდებოდა. პროცესზე შესვლა უნდოდა დედას, მამას, ცოლს, დას… ყველა ვერ შევიდა… ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდი დარბაზი 25 კაცზე მეტს მგონი, არ იტევს… მანდატურებმა სკამები დაამატეს. პატიმრების მშობლები მაინც დარჩნენ გარეთ. ადვოკატებმა კატეგორიულად მოითხოვეს მათი შემოყვანა. „ჩვენ დავდგებით ფეხზე“, – თქვა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა. ისევ სკამები დაამატეს.
პატიმრების შემოყვანამდე წინა რიგი დაცვის პოლიციის თანამშრომელბით გაივსო. შემოვიდნენ ნიღბიანები და ავტომატიანები, მე-5 განყოფილების პოლიციელები, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები. შეუძლებელი იყო, დაგენახა ადვოკატი ან მოსამართლე… მხოლოდ ნიღბიანი და ავტომატიანი ხალხი ჩანდა… მათ ხელი ჩახმახებზე ედოთ. დარბაზში ხალხი გააფრთხილეს, რომ წესრიგის დაარღვევის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებდნენ.
პატიმრების დარბაზში შემოყვანისას განსასჯელთა ნათესავები ახმაურდნენ. მომრავლდნენ ავტომატიანი, შავებში ჩაცმული კაცებიც.
მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილმა საქართველოს სახელით ცხრავე განსასჯელი დააპატიმრა (ამ საქმეში დაკავებული კიდევ 2 ეჭვმიტანილი, ვინც დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს). განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა ქალების კივილი… მათ დარბაზიდან გაყვანას მანდატურები ცდილობდნენ. „ამით არ მთავრდება ყველაფერი~, – სცადა მანდატურმა განსასჯელის ნათესავის დაწყნარება.
„გეშინოდეთ პროკურორებო“, `ეს ბიჭები უდანაშაულოები არიან“, „როგორ გავზარდო ოთხი შვილი“, ერთი ახალგაზრდა გოგო დერეფანში დაეცა. მის მოსულიერებას ცდილობენ. ქალები კივიან, კაცები ტირიან…
როცა ამ საქმის პირველ სასამართლო პროცესს ვაშუქებდი, ერთ-ერთ ადვოკატს ვთხოვე ეთერში სტუმრობა, უარი თქვა, ჟურნალისტებს არ გენდობითო, მიპასუხა. რამდენიმე წუთში თვითონ მოვიდა და მითხრა, `კოლეგებმა მითხრეს, რომ თქვენი გადაცემა (ტვ 25-ის გადაცემა `დიალოგი~) არ ყოფილა სუბიექტური და მზად ვარ, მოვიდეო. იყო კიდევაც. განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ისევ შევუთანხმდი, რომ პირდაპირ ეთერში განაჩენის შესახებ ისაუბრებდა. მაგრამ ზუსტად იმ დღეს, როცა ეთერში სტუმრობაზე მეორედ შევუთანხმდი გოჩა საღრომელაშვილს, მოულოდნელად გარდაიცვალა.
„სამუშაო მაგიდასთან იჯდა და გული გაუსკდა“, – ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს განსასჯელის ოჯახის წევრებმა. გარდაცვლილი ადვოკატის ცოლს ამ განსასჯელის ოჯახისთვის უთქვამს, 9 თვის განმავლობაში ყოველდღე იმეორებდა, რომ „უდანაშაულო ბიჭები ციხიდან ვერ გამომყავსო“…
არ ვიცი, ვის მივმართო, სამოქალაქო ინიციატივა მაქვს: არ მესმის, რატომაა საჭირო მოსამართლის ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. გამამართლებელი განაჩენი თითქმის არასოდეს გამოაქვთ, ადვოკატების მტკიცებულებებს არ იზიარებენ, ადვოკატები სისხლის სამართლის საქმეებიდან სამოქალაქოში გადაბარგდნენ, ან პოლიტიკაში წავიდნენ. ვინც ჯერ არ წასულა, მაგრამ სამართლებრივ შეფასებას აკეთებს, იმათ „ოპოზიციონერობას“ აბრალებენ.
საბრალდებო დასკვნას კი პროკურორი წერს, პროკურორი ითხოვს, რამდენი უნდა მიესაჯოს კონკრეტულ განსასჯელს და მოსამართლეც ზუსტად იმას აკეთებს.
ჰოდა, იყოს პროკურორი ბრალმდებელიც და განაჩენის გამომტანიც. რეალურად ასეა და რატომ ვხარჯავთ ბიუჯეტის ფულს მოსამართლის ინსტიტუტის შენახვაში.
ჯაშუშობა, ჯაშუშობამ, ჯაშუშობას, ჯაშუშობით… გავიგე, რომ ბრალდება არის ჯაშუშობა, მაგრამ საფუძველი რა არის? ჩიპი, რომელიც ძიების ვერსიით მფრინავებს ამოუღეს? და რა წერია ამ ჩიპზე? – აი, ამას კი არავინ გეტყვის, რადგან საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს.
სამართლიანია სასამართლოო – კვლევები ასე ადასტურებს, ხოდა თუ ასეა, მოგვეცით საშუალება, გავაშუქოთ ეს პროცესები, გადავიღოთ, რა ხდება სასამართლო დარბაზში, რას ამბობს პროკურორი, ადვოკატი, რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ და მერე განსაჯოს საზოგადოებამ, არის თუ არა ის კვლევა სანდო, რომლის მიხედვით საქართველოში ადამიანების 80% ენდობა მოსამართლეს.
მომეცით უფლება გავიგო, რა და რატომ ხდება! როგორ ფიქრობთ, ამ ქვეყნად რომელიმე მოქალაქეს სურს ჯაშუში დაუსჯელი დარჩეს?

გადაბეჭდვის წესი