სიახლეები

სამკილომეტრიანი საბაგირო გზა ბათუმის თავზე

30.05.2012 • • 1528
სამკილომეტრიანი საბაგირო გზა ბათუმის თავზე

ავტორი: ლელა დუმბაძე

კომპანია „ჰესტოკ ბათუმი“ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ობელისკის ადგილზე საბაგირო გზის მშენებლობას ერთ თვეში დაიწყებს – ინფორმაცია „ბათუმელებთან“ საუბარში კომპანიის იურისტმა, რომან ფუტკარაძემ დაადასტურა. კომპანიამ საბაგირო გზის მშენებლობის ვალდებულება 2009 წლის 29 ივლისს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით აიღო. „ჰესტოკ ბათუმმა“ ფერიის მთაზე გასართობი კომპლექსი „არგო“ უნდა ააშენოს, რომელიც ქალაქთან სამკილომეტრიანი საბაგირო გზით იქნება დაკავშირებული.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკის დემონტაჟი გასულ კვირას დაიწყო, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის ნებართვა კომპანიისთვის ჯერ არ მიუცია, ამ ეტაპისთვის არც საბაგირო გზის პროექტია დასრულებული და ოფიციალურად რეგისტრირებული:
„ეს არის მეხუთე კატეგორიის ობიექტი, ამიტომ ნებართვას სამინისტრო იძლევა. პირველი ეტაპის ნებართვა მინიმუმ 15 მარტისთვის უნდა მივიღოთ. იმედი გვაქვს, რომ სხვა ეტაპის ნებართვებსაც მოვიპოვებთ“- ამბობს რომან ფუტკარაძე.
პროექტზე მუშაობის დაწყების პირველ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დასაზუსტებელი იყო საბაგირო გზის მარშრუტი, რადგან იგი კერძო საკუთრებაზე გადიოდა. რომან ფუტკარაძის თქმით, „მოლაპარაკებები უნდა გვეწარმოებინა კერძო პირებთან, მაგრამ შემდგომში პროექტი შეიცვალა და ხიმინჯების კერძო ტერიტორიებზე განთავსება საჭირო აღარ დარჩა. ყველა ხიმინჯი სახელმწიფო საკუთრებაზეა განთავსებული, ეს მიწები პირდაპირი განკარგვის წესით სახელმწიფომ ერთი კვირის წინ გადმოგვცა.“ მისივე ინფორმაციით, ფერიის მთაზე „არგოს“ მშენებლობა უკვე დასრულებულია: `მოსაპირკეთებელ სამუშაოებთან დაკავშირებით მალე ტენდერიც გამოცხადდება“. ხოლო იმ ადგილზე, სადაც ობელისკი იყო, საბაგირო გზის სადგური განთავსდება: „საზღვრები ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ სულ ცოტა 630 კვ/მ ფართობზე უნდა აიგოს სადგური. საბაგირო გზის მშენებლობას ავსტრიული კომპანია „დობერმაიერი“აწარმოებს“.
2009 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. სანაცვლოდ, აჭარის მთავრობამ „ჰესტოკ ბათუმს“ 16 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება 1 ლარად გადასცა. გარდა აღნიშნული პირობისა, კომპანიას ამ ხელშეკრულების ფარგლებში, `არგოდან~ 1000 მეტრით დაშორებულ პატარა მთაზე ეკლესიაც უნდა აეშენებინა. მშენებლობის ღირებულება არანაკლებ 2 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. ეს ვალდებულება სახელმწიფომ ფერიის მთაზე დაწყებული ეკლესიის საძირკვლის დანგრევის სანაცვლოდ აიღო, რასაც 2007 წელს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება მოჰყვა. რომან ფუტკარაძის განცხადებით, ხელშეკრულების მიხედვით სახელმწიფოს ვალდებულება იყო, ეკლესიისთვის მიწის ნაკვეთი გამოეყო: „ის მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოყვეს ეკლესიის ასაშენებლად, მშენებლობისთვის საკმაოდ მცირე აღმოჩნდა, ამიტომ, ირგვლივ მომიჯნავე ტერიტორიების მეპატრონეებთან სახელმწიფო მოლაპარაკებას აწარმოებს და როცა სახელმწიფო გამოყოფს სამშენებლო მოედანს, მშენებლობაც დაიწყება.“

გადაბეჭდვის წესი