სიახლეები

სამი მოთხოვნა მრევლისაგან

30.05.2012 • • 1341
სამი მოთხოვნა მრევლისაგან

სამი სააღმსარებლო მოთხოვნა ხელისუფლებას მართლმადიდებლებისგან

საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
საქართველოს პარლამენტს
მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს

საქართველოს სხვადასხვა ტაძრის მორწმუნეთაგან გულისტკივილით შემდგარი მართლმადიდებელთა კრებული, ჩვენი მამულისა და სარწმუნოების გადარჩენისათვის აუცილებლობისადა გამო, ამ მძიმე ჟამს არსებული ხელისუფლებისაგან მთელი პასუხისმგებლობით ვითხოვთ – წლების განმავლობაში მართლმადიდებელთათვის შეუსრულებელი და უფლების შემლახველი აუცილებელი სამი სააღმსარებლო მოთხოვნის უპირობო შესრულებას არაუგვიანეს ა.წ. სექტემბრის თვეში. (თუნდაც ისეთი ნაცნობი დაჩქარებული წესით, როგორსაც მთავრობა სხვა რელიგიების სტატუსისა და პრივილეგიებისთვის ახორციელებს…)

1. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და პრივილეგიები თუ პარალელურად სხვა ქვეყნების მხრიდანაც არ იქნება სასწრაფოდ მიღებული და დადგენილი – დღეს საზღვარგარეთს მყოფ (ბევრგან ისტორიულად ქართულ მიწაზე) არსებულ ძველსა და ახალ ქართულ ტაძრებზე და ძეგლებზე: თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ევროპაში… რომელთაც ჩვენთან მინიჭებული აქვთ სტატუსი და ბოლო წლებში სარგებლობენ განსაკუთრებული პრივილეგიებით (მეჩეთების მშენებლობა – რელიგიური აღმსარებლობის უფლებით, კათოლიკური ტაძრების მშენებლობა – რელიგიური აღმსარებლობის უფლებით, სომხური მოქმედი ტაძრები – რელიგიური აღმსარებლობის უფლებით, სექტების დაკანონება – რელიგიური აღმსარებლობის უფლებით…) და თავადაც ანალოგიურად თავის ქვეყნებში არ დაგვიკანონებენ მსგავს უფლებებს, მაშინ ჩვენთან ცალსახად მიღებული სხვა რელიგიებისადმი იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების კანონი სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს, როგორც ფსევდო-დემოკრატიული, მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციისა და მართლმადიდებელთა უფლებების შემლახველი კანონი. შემდეგში აღნიშნულ ქვეყნებისა და რელიგიების წარმომადგენლებთან დაიწყოს აკადემიური მოლაპარაკება საკითხის თანასწორად და სამართლიანად შესწავლისა და გადაწყვეტისათვის. გამოძიებული იყოს საქართველოში სხვა რელიგიათა საქმიანობა და მიზანმიმართულებები – ხომ არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და მის ტრადიციებს? შეგახსენებთ, რომ ამ შეუსწავლელი და უთანასწორო კანონის შეჩერებას, ეკლესია და თითქმის სრულიად საქართველო ითხოვდა ხელისუფლებისაგან, რომელი მოთხოვნაც მთავრობამ რატომღაც არ დააკმაყოფილა…
2. საქართველოში შეუსწავლელად მიღებული ელექტრონული მმართველობის კანონპროექტის საფუძველზე ელექტრონული ID საბუთების გაცემა, სხვა ტრადიციული ევროპული ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი…) მსგავსად, ან გაუქმდეს როგორც ადამიანის მაკონტროლებელი და მისი უფლებების შემლახველი საბუთი, ან სულ მცირე აქამდე არსებული ალტერნატიული საბუთების გზა დაუტოვონ მოქალაქეებს, რათა ნებაყოფლობით ჰქონდეს მოქალაქეს არჩევანი (მსგავსად: უკრაინის, მოლდოვეთის…) და არა იძულებით! ნებაყოფლობის ფორმა არ არის, როცა მოქალაქეს ალტერნატივას არ უტოვებ. არავინ გაიძულებს აღებას, ოღონდ თუ არ აიღებ ქვეყნისგან გარიყული დარჩები – ასეთი ცინიკური განცხადება დაცინვაა საკუთარი ხალხის და მათი აღმსარებლობის!
მთავრობამ დაგვისახელოს, რომელ ევროპულ ქვეყნებში აუქმებენ ვადამდე პასპორტებს და სად არის ასეთი იძულება, როგორც ევროპის გზაზე მიმავალ ახალ საქართველოში?! ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის (13.07.2011წ. #11489), პარლამენტის (01.07.2011 წ. #7508) და იუსტიციის სამინისტროს (30.06.2011 წ. #01/32924) სახელზე სხვადასხვა ტაძრებში წინამძღვრების კურთხევით შეკრებილი 20 ათასამდე ხელმოწერაა შესული, ამ თემაზე საქადაგო ბუკლეტები დიდი სამების ტაძრიდან დაწყებული საქართველოს ყველა ტაძარში დარიგდა, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ მართლმადიდებლების მოთხოვნა აქაც ყურად არ იღო… ეს მაშინ როცა ვხედავთ, სხვა რელიგიათა უმცირესობების მოთხოვნები და პრივილეგიები როგორ სრულდება და დგინდება!
3. მაცხოვრის სასწაულთმოქმედი ხელითუქმნელი ანჩისხატის ტაძარში დაბრუნებისთვის სასწრაფოდ დაიწყოს არსებულ სახატის პროექტზე მუშაობა დაცვის პირობების გათვალისწინებით და სხვადასხვა ბინძური ხერხების გარეშე, რომლითაც წლების განმავლობაში აფერხებენ ამ წმიდა საქმეს, გაიცეს სათანადო გადაწყვეტილება მისი სამუზეუმო ტყვეობიდან განთავისუფლების თაობაზე. ათეული წლების მანძილზე ულოცველად მყოფ უამრავ სიწმიდეებს, ყოფილ სასულიერო სემინარიის, ახლანდელ მუზეუმის შენობაშივე აღუდგეს ეკლესიური პატივი და დაუყოვნებლივ აღდგეს ლოცვა მათ წინაშე. „ოდეს უსჯულო მთავრობა ართმევდეს, სჯულიერი უკან აბრუნებდეს“.
შეგახსენებთ, რომ 1996 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ანჩისხატის ტაძარში გადაბრძანება მოწევნულ რთულ ჟამს ერის კეთილდღეობისათვის მოითხოვა. მას შემდეგ ყოველწლიურად ათეულობით ათასი ხელმოწერები შედის კულტურის სამინისტროში მართლმადიდებლების მიერ, მაგრამ ამაოდ… სამწუხაროდ ანჩისხატისთვის სახატე კიოტის გაკეთების დაბლოკვაც შეგნებულად ჩვენს თვალწინ ხდება – მეჩეთებისა და სექტების მშენებლობის ფონზე…
თუ სექტემბის თვეში ეს მოთხოვნები არ იქნება სისრულით დაკმაყოფილებული, მართლმადიდებლებს ისღა დაგვრჩენია მთავრობა ვცნოთ-ვამხილოთ, როგორც მართლმადიდებელთა დისკრედიტაციის ხარჯზე სხვა რელიგიათა ხელშემწყობი მთავრობა, რაც ეწინააღდეგება საქართველოს ათასწლოვან ისტორიას და სრულიად საქართველოს ხალხის ნებას!
შუამდგომლობისთვის ვთხოვთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მღვდელმთავრებს და სასულიერო პირებს.
ხოლო ისინი, რომელნიც ამ სააღმსარებლო საკითხებზე მტკიცედ არ დადგებიან სამართლიანი მოთხოვნის გვერდით, ასეთნი ემხილებიან ფარისევლებად და ამ გადამწყვეტ ჟამს უსჯულოების თანამონაწილეებად. ხელისუფლებას ვთხოვთ ნუ გამოიყენებენ მხცოვანი პატრიარქის მშვიდობისმყოფელობას „სატელევიზიო სპექტაკლებისთვის“. ნუ გაირჯებიან საბაბების მოძებნაში და სიმართლის გადასაფარ სცენარების დადგმაში – ყველაფერი ისედაც ნათელი იქნება!
მიუხედავად მრავალი გულისტკენისა, საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ ქრისტიანული მშვიდობისმყოფელობით ვთხოვთ, გაითვალისინოს ჩვენი მოთხოვნები და მართლმადიდებელთა უფლებების დასაცავად დადგეს მამულისა და ეკლესიის ინტერესების გვერდით, რაც ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება ყველასათვის.

ზემოთაღნიშნულ საკითხებზე ათასობით ხელმომწერთა ღირსების დასაცავად – მართლმადიდებელთა კრებული.

31.07.2011 წ.

გადაბეჭდვის წესი