მთავარი,სიახლეები

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ისტორიაში პირველად გაანადგურეს ორი რუსული ამფიბიური თვითმფრინავი

22.09.2025
უკრაინის დაზვერვის ცნობით, ისტორიაში პირველად გაანადგურეს ორი რუსული ამფიბიური თვითმფრინავი

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალების ორი „Бе-12“, „ჩაიკას“ ტიპის ამფიბიური თვითმფრინავი და კიდევ ერთი „Ми-8“ ვერტმფრენი გაანადგურეს.

დაზვერვის ცნობით, სპეცრაზმმა წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ამფიბიურ თვითმფრინავებზე, „Бе-12“-ზე, 21 სექტემბერს მიიტანა იერიში. დღეს, 22 სექტემბერს, უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ ეს იყო „Бе-12“-ის განადგურების პირველი შემთხვევა ისტორიაში.

უკრაინული დაზვერვის ცნობით, რუსული ამფიბიური თვითმფრინავები აღჭურვილია წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენი ტექნიკით და შეიარაღებულია ძვირადღირებული აღჭურვილობით.

უკრაინულმა დაზვერვამ გამოაქვეყნა თვითმფრინავის განადგურების კადრებიც. ოპერაცია უკრაინის სპეციალური დანიშნულების რაზმმა, „მოჩვენებებმა“  ჩაატარა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: