უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 076 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
- ტანკი – 11 130 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 23 175 ერთეული [+8]
- საარტილერიო სისტემა – 31 946 ერთეული [+48]
- MLRS – 1 472 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 211 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 347 ერთეული [+291]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 59 672 ერთეული [+79]
- სპეცტექნიკა – 3 948 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 665 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 79 322 უპილოტო საფრენი აპარატი
- 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 755 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 28 873 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 40 314 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ზელენსკიმ მიანიშნა, რომ „დრუჟბის“ ბედი დამოკიდებულია უნგრეთის პოზიციაზე
უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ






