ავტორი: ლელა დუმბაძე ბათუმში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა, კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობების შესახებ 2011 წლის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგზე მომუშავე პირების განცხადებით, კვლევის პროცესში 279 ოჯახი გადამოწმდა. კვლევა განხორციელდა ხუთ ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც. „მონიტორინგის მიზანი იყო გაგვერკვია კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების ყოფითი პირობები და ისიც, თუ რამდენად ინფორმირებულნი არიან სახელმწიფოს სტრატეგიული გეგმის შესახებ. ასევე, გვინდოდა დაგვედგინა რამდენად ზუსტი იყო კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილების მონაცემთა ბაზა რომელიც სამინისტროს გააჩნია“-აცხადებს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, სოფიო ბენაშვილი.
„მონიტორინგის პროცესში პრობლემა წარმოქმნა იმან, რომ არ არსებობდა დევნილების საცხოვრებელი მისამართების ზუსტი ბაზა. ძალიან ბევრ ოჯახზე კი ეწერა, „უმისამართო“.
განახლებულ სამოქმედო გეგმაში, სახელმიწომ კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების ოთხი კატეგორია გამოყო. პირველი, – რომლებსაც უძრავი ქონება გააჩნიათ; დევნილები, რომლებსაც უძრავი ქონება არ აქვთ, მაგრამ გააჩნიათ მიწის ნაკვეთები; დევნილები რომლებიც ცხოვრობენ ნათესავებთან ან ქირით და მეოთხე, რომლებმაც 2006 წელს მიიღეს ფულადი კომპენსაცია, მაგრამ აცხადებენ რომ ეს არ იყო ადეკვატური თანხა საცხოვრებელი ბინის შესაძენად. „გამოკითხულთა 50 პროცენტი მესამე კატეგორიას მიეკუთვნება. პრივატიზებული ფართების დიდი ნაწილი კი არარეაბილიტირებულია, მოსახლეობა დაუსაქმებელი. დევნილთა დიდი ნაწილი ვერ ფარავს კომუნალურ ხარჯებს და ვერ იხდის სწავლის საფასურს შვილების განათლებისთვის. სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ხერხდება დევნილების რეგისტრაცია, რადგან სოციალური მუშაკები ხშირად დევნილების კი არა მათი ნათესავი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს აღწერენ სადაც ისინი დროებით იმყოფებიან“.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კოლექტიური განსახლების 500-მდე ცენტრის ბედი გადაწყვეტილი არ არის. „სამინისტროს არ აქვს ამ ცენტრებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია, მოხდება თუ არა მათი რეაბილიტაცია და დევნილებისვის დაკანონება. ნის პრივატიზებული თუ ახლად აშენებული ფართები კი რაც დევნილებისთვისაა გამოყოფილი, საკმარისი არ არი“.
თბილისში პრივატიზებული ფართების სტანდარტები კი არ შეესაბამება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს, რადგან დევნილებს ფართები სახელმწიფომ რეაბილიტაციის გარეშე გადასცა. „სამინისტროს პოზიცია იყო ასეთი რომ თბილისში ბინების საბაზრო ღირებულება არის საკმაოდ მაღალი და ამიტომ რეაბილიტაციის გარეშე მოხდა გადაცემა. თუმცა გამოსავალი არის ერთი, არარეაბილიტირებულ ფართებში მცხოვრებმა დევნილებმა უნდა შექმნან საბინაო ამხანაგობები და მერიასთან ერთად გადაწყვიტონ საბინაო-კომუნალური პრობლემები“.
დევნილების განსახლებისა და მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, საქართველოს უცხოური ორგანიზაციებიდან 2 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება აქვს მიღებული. საიას ბათუმის ოფისის თავმჯდომარე, პაატა ჯალაღონიას განცხადებით, ეს თანხა სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ დევნილები ნორმალური საცხოვრებელი ფართით და პირობებით უზრუნველყო სახელმწიფოს: „ორი მილიარდი, ეს არის მინიმუმ 7 მილიონი კვ/მეტრი საცხოვრებელი ფართი. ეს ციფრიი რომ 250 გავყოთ, მინიმუმ, ერთ სულზე 20 კვ/მეტრი გარემონტებულ ფართი მოდის. ფართების 2/3 კი არის რეაბილიტირებული და არა ახლად აშენებული. ხელისუფლება ამბობს, რომ 1კვ. მეტრი კოტეჟის აშენება 800 დოლარი დაუჯდა. ამ ფასად ბათუმში ზღვის სანაპიროზე იყიდი საცხოვრებელ ბინას. ეს იმას ნიშნავს რომ ორი მილიარდიდად, მინიმუმ 40 პროცენტი არის სხვის ჯიბეში წასული“.