სიახლეები

ორად გაყოფილი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

30.05.2012 • • 1170
ორად გაყოფილი  აჭარის  ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტი

ავტორი: ნათია ზოიძე
მალე აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი სტატუსს შეიცვლის. დღეს გახდა ცნობილი, რომ ეს დეპარტამენტი ორ დამოუკიდებელ სტრუქტურად იმუშავებს: ტურიზმის და კურორტების. როგორც მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, ინიციატივა აჭარის მთავრობის თავჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს ეკუთვნის. ამის შესახებ ლევან ვარშალომიძემ დღეს პირველად აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ქიქავა აცხადებს, რომ გაყოფის მიზეზი აჭარის კურორტების უკეთესად მართვაა. დავით ქიქავა: „ტურიზმის დეპარტამენტის ფუნქცია იქნება ტურისტების მოზიდვა და ქვეყნის გარეთ ტურისტული ინფრასტრუქტურის პოპულარიზაცია, ხოლო კურორტების დეპარტამენტის ფუნქცია იქნება ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვა“.
აჭარის მთავრობის პრესამსახურის მირიან ლებანიძის განმარტებით, აჭარაში სულ 14 კურორტის ამოქმედება იგეგმება და გაყოფის მოტივიც სწორედ ეს იყო. (ამჟამად კურორტის სტატუსი აქვს ბათუმს, მახინჯაურს, ციხისძირს, ქობულეთს, მწვანე კონცხსა და ბეშუმს.)
ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება კითხვები: რატომ ვერ შეძლებდა აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი ორივე სფეროს მართვას, კურორტების დეპარტამენტი სად განთავსდება და რა იქნება მისი ბიუჯეტი და ვინ იქნება კურორტების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი.
მირიან ლებანიძის განმარტებით კურორტების დეპარტამენტად ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბების საკითხი შემდეგ აჭარის მთავრობის სხდომაზე გამოვა, სადაც ეს დეტალები გახდება ცნობილი.
მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი ბიუჯეტიდან 2600 67 ლარით არის დაფინანსებული.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მედიის ყურადღების ცენტრში გასულ წელს მოექცა, როდესაც ტურისტული სეზონის დაწყებამდე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და სააგენტოს 54-ივე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს, მათ შორის იყო დამლაგებელი და სამეურნეო ნაწილის გამგეც.ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ დეპარტამენტს უკვე რიგით მეოთხე თავმჯდომარე ჰყავს.

გადაბეჭდვის წესი