სიახლეები

ობელისკი და საბაგირო გზა

30.05.2012
ობელისკი და საბაგირო გზა

            ლადო მგალობლიშვილი 

პირდაპირ ვიტყვი ჩემს პოზიციას, ბათუმში ობელისკის გადატანის და საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში ზოგადად არის დაბალი სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურა. რა ინიციატივაც მოდის ხელისუფლების მხრიდან, აუცილებლად უნდა გააკრიტიკო თან ძალიან მწვავედ, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში აღიქმები ხელისუფლების მხარდაჭერად. არადა ხომ შეიძლება რაღაც ინიციატივა იყოს მისაღები ჩემთვის, მაგრამ არ ვიყო და არც თავს ვთვლი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ადამიანად. ვფიქრობ ეს სტერეოტიპი აუცილებლად უნდა დაინგრეს და ადამიანებს თავისუფლად უნდა შეეძლოს თავისი აზრის გამოხატვა, ყოველგვარი შიშისა და მორიდების გარეშე.

ახლა რაც შეეხება ჩემს პოზიციას ბათუმში დიდების ობელისკის გადატანასთან დაკავშირებით: მიმაჩნია, რომ ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი სიმბოლო და არ უნდა მოხდეს ქალაქიდან მისი გაქრობა. როგორც ცნობილია იგეგმება მისი გადატანა სხვა ადგილზე.
რაც შეეხება საბაგირო გზის მშენებლობას, მოდით რა რაციონალურად და პრაგმატულად მივუდგეთ ამ საკითხს. ჩემი აზრით საბაგირო გზის მშენებლობა მართლაც გრანდიოზული პროექტია და ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმის განვითარებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვრიცხავ ხელისუფლებასაც ჰქონდეს ამ პროექტის მიმართ მერკანტილური ფინანსური ინტერესები. 1903 წლის სექტემბერში, როდესაც დაიწყო თბილისის ფუნიკულიორის მშენებლობა, უმტკივნეულოდ არც მას ჩაუვლია და როგორც ცნობილია მწვანე ნარგავების განადგურებაც მოჰყოლია, მაგრამ სამაგიეროდ აშენდა და დღესაც ამშვენებს თბილისს. როდესაც ორ ინტერესს შორის არის არჩევანი გასაკეთებელი, არჩევანი უნდა გაკეთდეს სწორედ იმ ინტერესზე რომელიც არის საჯარო ინტერესი (ამ შემთხვევაში ქალაქის განვითარების ინტერესი). ისიც გავითვალისწინოთ, რომ არცერთ ვეტერანს არ გაუპროტესტებია ეს საკითხი ბოლო დღეების განმავლობაში, არათუ გააპროტესტეს, თავიც კი შეიკავეს საჯარო კომენტარებისაგან.

თუ ვინმე არ მეთანხმება, ძალიან ვთხოვ რაციონალური და პრაგმატული არგუმენტები წარმოადგინოს და ნუ შემეკამათებით მხოლოდ სადღეგრძელოების დონეზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.