სიახლეები

ნუ გაიჩერებთ ბალზამს თმაზე

30.05.2012 • • 7748
ნუ გაიჩერებთ ბალზამს თმაზე

ავტორი:ქეთი ლაბაძე

ვისაც მშრალი ან ცხიმიანი თმა აქვს, მას თმის მოსავლელად განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. როგორ მოვუაროთ მშრალ და ცხიმიან თმას? სტილისტი მადლენა ბერიძე სალონ სცჰწარზკოპფ-იდან თავადაც არაერთხელ დამდგარა ამ პრობლემის წინაშე.

„სახლის პირობებში მშრალი თმისთვის შეიძლება მაწვნის გამოყენება, დასაბან თმაში მაწონი უნდა შეიზილო და ერთი საათით გაიჩერო. შემდგომ ჩამოიბანო თმა ჩვეულებრივ შამპუნით, მაწონი დამწვარი თმისთვისაც კარგია. ცხიმიანი თმის პრობლემა ბევრად რთულია. მართალია, არსებობს მისი საწინააღმდეგო შამპუნები, თუმცა არც ისე ეფექტურია. ვერ ვიტყვი, რომ სალონებში არის ისეთი შამპუნი, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს, მითუმეტეს ბათუმი ნესტიანი ქალაქია და ნესტი თმაზეც ახდენს უარყოფით გავლენას.

ცხიმიანი თმის მქონეებს ვურჩევ ფენით ნაკლებად ისარგებლონ, რადგან ფენის სიმხურვალე თმის ძირებს ახურებს, ანუ დამატებით ცხიმის გამოყოფას უწყობს ხელს. თმა ფენით ოდნავ შეიშრეთ, განსაკუთრებით თმის ძირებს ნუ მიუშვერთ ფენს. ცხიმიან თმაზე ბალზამიც ძალიან ცუდად მოქმედებს, ვისაც ცხიმიანი თმა აქვს, მან ბალზამი არ უნდა გამოიყენოს.

საერთოდ, ბალზამსაც არასწორად მოიხმარენ ჩვენთან, არ შეიძლება ბალზამის თმის ძირებში წასმა, რადგან თმის ცვენას და მტვრევას იწვევს. ბალზამი მართლაც საშიშია. მისი გამოყენება მხოლოდ თმის ბოლოებზე შეიძლება. ბევრი ადამიანი ბალზამს თავზე იჩერებს, ეს არასწორია, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ეს, რადგან ფატალურ შედეგებამდე მიხვალთ: თმა საერთოდ დაგცვივდებათ.
რაც შეეხება ნიღაბს, მას სხვა დანიშნულება აქვს, ნიღაბი შეიძლება თმის ძირიდან სიგრძეზე წაისვა და მერე კარგად დაიბანო. ნიღბით თმა იკვებება. ნიღბების შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი. ძალიან ეფექტურია ბონაცურ-ის ნიღბები, ყველანაირი თმისთვის. როდესაც ასაკში შედის ქალი, თმა სიბერეს განიცდის. გაჯანსაღების სერიაც ძალიან კარგი აქვს ბონაცურე-ს.
მშრალი თმა დაბანის წინ დაიმუშავეთ აბუსალათინის, ნუშის ან ზეითუნის ზეთით. შემდეგ თავზე შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი. ერთი საათის შემდეგ, შეგიძლიათ თავი ჩამოიბანოთ და 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი ან ცოტაოდენი ამჟავებული რძე შეიზილოთ. ბოლოს ჩაის, გვირილის ან ცაცხვის ნაყენი გადაივლეთ.

ცხიმიანი თმის დასაბანად გამოიყენეთ გაგრილებული და გადაწურული მუხის ქერქის ნახარში (3 ს/კ მუხის ქერქს დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში).
ნიღბები ცხიმიანი თმისთვის:

• ერთი კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩ/კ წყალი, შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. კვერცხის გული სასარგებლოა იმით, რომ მასში არსებული ქოლესტერინი ხელს უშლის ზედმეტი ცხიმის წარმოქმნას.

• 1-2 კვერცხის ცილა საგულდაგულოდ, ქაფის წარმოქმნამდე თქვიფეთ, შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ, ვიდრე კარგად არ გაშრება. შემდეგ თმა გოგირდის შემცველი საპნით ჩამოიბანეთ.

• ათქვეფილი კვერცხის გული ფრთხილად შეიზილეთ თმაში. 10-15 წუთით შეიფუთეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.

• დაბანიდან დაბანამდე, თმა პერიოდულად შეგიძლიათ კვებოთ ზეთების ნარევით (1 წილი აბუსალათინის და 3 წილი ნუშის ზეთი). ამ ნარევით დაისველეთ ხელისგულები და ნაზი მოძრაობით წაისვით თმაზე. შემდეგ ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ნებისმიერი თმის ბზინვარებისა და ელასტიკურობისთვის: ერთ ყავის ჭიქა კონიაკში, ავურიოთ კვერცხის გული და შევიზილოთ თმაში. ეს მასა ერთი საათით გავიჩეროთ თმაზე.

გადაბეჭდვის წესი